როგორც წესი, ჭორფლიანი გოგონები კოსმეტოლოგებს მიმართავენ, რათა დაიფარონ ან გაიქრონ მზისგან გაჩენილი ლაქები. ბრიტანელი ფოტოგრაფი ბროკ ელბანკი კი ჭორფლს ნაკლად არ მიიჩნევს. პირიქით, მისი აზრით, ჭორფლი ადამიანს საოცრად ალამაზებს.
ამიტომაც ბროკმა შექმნა ფოტოპროექტი, რომელიც იმ ადამიანების ფოტოებისგან შედგება, რომლებსაც "მზემ აკოცა".
"ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა სიდნეიში ვმუშაობდი. ერთხელ ჩემი ვაჟის მეგობარი ვნახე, რომელსაც მთელი სახე ჭორფლით ჰქონდა დაფარული და ის ულამაზესი იყო. ვთხოვე, ფოტოებს გადაგიღებ-მეთქი. ასე დავიწყე მუშაობა ფოტოპროექტზე", - ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუში ბროკი.
{{ArticleSplitCont}}
{{ArticleSplitCont}}
{{ArticleSplitCont}}
{{ArticleSplitCont}}
{{ArticleSplitCont}}