World Press Photo 2012 - ყველაზე პრესტიჟული და მსხვილი საერთაშორისო კონკურსია ახალი ამბების ფოტორეპორტიორთა შორის.
იხილეთ ფოტოგალერეა
წელს კონკურსში 124 ქვეყნის 5 ათასზე მეტი ფოტოგრაფი მონაწილეობდა, რომლებმაც გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ფოტორეპორტაჟები და ფოტოპორტრეტები წარადგინეს. გთავაზობთ კონკურსში გამარჯვებულ რამდენიმე ფოტოს.
კონკურსის გამარჯვებული ფოტო: იემენში აქციის დროს ქალს დაჭრილი მამაკაცი ჰყავს დახუტებული.
I ადგილი კატეგორიაში "თანამედროვე პრობლემები" - იემენელი წყვილები. გოგონა, სახელად ტეხანი, 6 წლის იყო, როცა 25 წლის მაჯედს გაჰყვა ცოლად. უკან დგას მაჯედის ყოფილი თანაკლასელი, რომელიც ასევე ბავშვზე დაქორწინდა.
II ადგილი კატეგორიაში "ყოველდღიური ცხოვრება" - კონგოს მდინარეში მოთევზავე გოგონა.
I ადგილი კატეგორიაში "ადამიანები ახალ ამბებში" - ქალი თავისი ქალიშვილის ატესტატს აჩვენებს, რომელიც იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სახლის ნანგრევებში იპოვა.
I ადგილი კატეგორიაში "სპორტი" დაიკავა ფოტომ დუბლინში ჩატარებული რაგბის მატჩიდან.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
იხილეთ ვიდეო: ბავშვი პატარძლები - თურქეთის დაუსრულებელი ტრაგედია