83 წლის ფოტოგრაფმა კენ ხეიმანმა სარდაფში თითქმის დავიწყებული განძი აღმოაჩინა – ყუთში, წარწერით "დედები", 50 წლის წინანდელი ფოტოების უნიკალური არქივი ინახებოდა.
ნამუშევრების სერია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედებზე მოგვითხრობს. თავად ფოტოები განკუთვნილი იყო წიგნისთვის "ოჯახი", რომელიც ფოტოგრაფმა თავის მეგობარ ქალთან, მკვლევარ მარგარეტ მიდთან ერთად დაწერა.
ნახევარი საუკუნის წინანდელ საოცარ, ცოცხალ და თბილ ფოტოებზე ისევე, როგორც ახლა, მაშინაც იცინიან, განიცდიან, ზრუნავენ, აძინებენ და ეთამაშებიან შვილებს დედები და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ისინი...
ფოტოგალერეის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ დედობრივი სიყვარული ყოველთვის და ყველგან მშვენიერია.