მოდელების უმეტესობის კარიერა 30 წლის ასაკში სრულდება. მაგრამ გამონაკლისებიც ხდება.
როსი საფრანგეთში, კუნძულ კორსიკაზე, 1955 წელს დაიბადა. დღეს 59 წლის მოდელი სუპერ-წარმატებული ქალია და ასაკის მიუხედავად, უამრავ ფულს შოულობს მოდელობით. მასთან თანამშრომლობენ ისეთი ცნობილი მსოფლიო ბრენდები, როგორებიც არის Marks & Spencer, Hermes და Macy’s.
იხილეთ ფოტოგალერეა
ალბათ, ყველას აინტერესებს, როგორ შეძლო იასმინმა შეენარჩუნებინა ასეთი გარეგნობა.
"არ არსებობს არანაირი საიდუმლო, - ამბობს იასმინი. – უბრალოდ მთელი ცხოვრება მივირთმევ ორგანულ პროდუქტებს. ვიტენიანებ კანსა და თმას ზეითუნის ზეთით. კვირაში ერთხელ ვიკეთებ ზეითუნის ზეთისა და შაქრის სკრაბს. ყოველდღე მივირთმევ თითო ავოკადოს, ორგანულ ხორსცა და თევზს."