კითხვა რომ დასვათ, ვინ არის გარეგნულად ყველაზე სრულყოფილი ქალი - ალბათ, ერთხმად გიპასუხებენ, რომ ეს ახალგაზრდა ნაომი ქემპბელია.
ის ახალგაზრდა ანჯელინა ჯოლიზე სრულყოფილიცაა. იდეალური სხეული, ქალი, რომელსაც ბუნებისგან ყველაფერი ერგო - ანგელოზის სახე, ჩამოთლილი ტანი. მაგრამ საკუთარ სილამაზეს ქემპბელი დაუდევრად მოექცა და გაანადგურა.
ერთ-ერთი ვერსიით შეიძლება ითქვას, რომ ნაომის გარეგნობის რადიკალური ცვლილება ასაკის ბრალია.
წლებთან ერთად ადამიანები იცვლებიან და მათი სილამაზე იკარგება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უარესობისკენ ცვლილება იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე შესაძლებელი იყო.
ქემპბელის სხეულსა და სახეზე აშკარაა სიგარეტის, ალკოჰოლისა და უწესო ცხოვრების წესი. მას შეეძლო გაცილებით ლამაზი დარჩენილიყო, თუ სწორ კვებას მიმართავდა, მავნე ჩვევებს არ აჰყვებოდა და ივარჯიშებდა.
სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალმა სხვა გზა აირჩია.
ამქვეყნად ქალის არსებობის ყველაზე დიდი დანიშნულება სიყვარულის გაცემაა, ისე, რომ ეს სიყვარული მიიღონ. ამ საქმეში გარეგნობას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს. იხილეთ ნაომის გარდასახვის კადრები...