მარია გაბრიელ ისლერი – საერთაშორისო კონკურს "მის სამყარო 2013"-ის გამარჯვებული. ისლერი მეშვიდე ვენესუელელი ლამაზმანია, რომელმაც მის სამყაროზე გაიმარჯვა.
იხილეთ ფოტოგალერეა
გაბი ვენესუელის ქალაქ ვალენსიაში დაიბადა, თუმცა შემდეგ მარაკაეში იზრდებოდა. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტისა და მარკეტინგის განხრით. ამჯერად გაბრიელა ტელევიზიაში მუშაობს და ფლამენკოთია გატაცებული.
გაბის პირადი ცხოვრებაც აქტიურია – მას ჰყავს შეყვარებული ალბერტო, რომელსაც უკვე 2 წელია ხვდება. ალბერტო საყვარელ ქალს კონკურსზე მოსკოვშიც გაჰყვა.
შეგახსენებთ, წელს "მის სამყარო" მოსკოვში გაიმართა. საქართველოდან ჯანეტ ქერდიყოშვილი უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ჯანეტი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და კონკურსში მონაწილეობა ვერ შეძლო.