ბრაზილიაში, სან პაულოში, საუკეთესო უკანალის მფლობელი გამოავლინეს. კონკურსი Miss BumBum-ი უკვე მესამე წელია ტარდება და მას მთელ მსოფლიოში დიდი გამოხმაურება აქვს.
წელს გამარჯვებულად 25 წლის დაი მასედო დასახელდა, რომელმაც ჟიური 107-სანტიმეტრიანი გარშემოწერილობის უკანალით მოხიბლა. 25 წლის მოდელმა 15 ფინალისტს შორის მოიპოვა "მის უკანალის" ტიტული.
"ეს გამარჯვება ხანგრძლივმა შრომამ მომიტანა. არანაირი ღამის კლუბი, უარი ტკბილეულს და დაუზოგავი ვარჯიში კვირაში ორჯერ სავარჯიშო დარბაზში" - აღფრთოვანებას ვერ მალავდა გამარჯვებული მასედო ჟურნალისტებთან. მან ჯილდოდ 2100 დოლარი და სარეკლამო კომპანიასთან კონტრაქტი მიიღო.
იხილეთ ვიდეო