ეკოლოგიურმა ორგანიზაცია "გრინფისმა" გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელშიც ნათქვამია, რომ ცნობილი ბრენდების - Versace-ს, Louis Vuitton-ისა და Dolce & Gabbana-ს ტანსაცმელში (მათ შორის, საბავშვო ხაზშიც) აღმოჩენილია ქიმიური ნივთიერებები. ასეთივე ნივთიერებები გამოიყენება კომპანიების მიერ, რომლებიც მასიურ მომხმარებელზე მუშაობენ.
"ძვირფასი ბრენდები ყვავიან, აკეთებენ რა აქცენტს საკუთარი პროდუქციის ექსკლუზიურობასა და ხარისხზე, თუმცა უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ კლიენტები შეცდომაში შეჰყავთ თავიანთი ტოქსიკური ტყუილით", - კომენტარს აკეთებს "გრინფისის" პროექტების კოორდინატორი ტოქსიკური პროგრამის განხრით, ნინა ლესიხინა.
გამოკვლევისთვის "გრინფისმა" Dior-ის, Dolce & Gabbana-ს, Giorgio Armani-ს, Louis Vuitton-ის, Hermes-ის, Marc Jacobs-ის, Trussardi-სა და Versace-ს ოფიციალურ მაღაზიებში ტანსაცმლის 27 მოდელი შეიძინა. აღმოჩნდა, რომ მათგან 16-ში შედიოდა ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებები.
ყველაზე ტოქსიკურები აღმოჩნდა Louis Vuitton-ის ე.წ. ბალეტკები და Versace-ს საბავშვო ქურთუკი.
ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი შეიცავს, ადამიანის ჰორმონალურ სისტემაზე მოქმედებს.
"გრინფისმა" უკვე წამოიწყო გლობალური კამპანია, სახელწოდებით Detox. "ჯანმრთელი მოდისთვის" ბრძოლის კამპანიის სახე გახდა მოდელი ევგენია ვოლოდინა.