ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგი იტალიური GQ-ს აგვისტოს ნომრისთვის გადაიღეს... თუმცა, არა მარტო, არამედ შავ პუდელთან ერთად. იხილეთ ფოტოგალერეა
ფოტოზე, რომელიც ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდება, 46 წლის ვარსკვლავს ძაღლი ტრუსებს ხდის. ამ ფოტოთი კაილიმ გაიმეორა 1950 წლის ცნობილი სარეკლამო პლაკატი, რომელზეც ლეკვი პატარა გოგონას ხდის ტრუსს.
ადრე იგივე სცენის გამეორება სცადა კარმენ ელექტრამ – ჟურნალ Esquire-ის გარე ყდისთვის, ხოლო ჯიმ ქერიმ – Rolling Stones-ისთვის.
კაილიმ ჟურნალისთვის გადაღებული ეს ორიგინალური ფოტო საკუთარ Instagram-ზეც გამოაქვეყნა...