ფეშენ-ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ უცნაური პროექტი შექმნა – ფოტოსერია, სახელწოდებით Towel Series – "სერია პირსახოცებით".
იხილეთ ფოტოგალერეა
გადაღებისთვის შეირჩა ფოტოსესიისთვის უჩვეულო "სამოსი" – თეთრი ხალათები და პირსახოცები.
ამ კრეატიული პროექტისთვის მარიო ტესტინო შთააგონა ელისაბედ ტეილორის ფოტომ, რომელიც 1992 წელს ჰერბ რიცმა გადაიღო. თანამედროვე ფოტოგრაფს ჩანაფიქრის განსახორციელებლად უამრავი ვარსკვლავი და ტოპ-მოდელი სიამოვნებით დათანხმდა. ...და ისინი ფოტოსესიისთვის სააბაზანოდ გამოეწყვნენ.
შედეგად, ფოტოგრაფის პირად "ინსტაგრამზე" უკვე გაჩნდა კადრები ფოტოსესიიდან – ირინა შეიკის, კირა ნაიტლის, ნაომი კემპბელისა და ბევრი სხვა ცნობილი პერსონის ფოტო.
იხილეთ ფოტოგალერეა