რა არის საჭირო იმისათვის, რომ ყოველთვის იდეალური გარეგნობა გვქონდეს? ნუთუ მხოლოდ ფული?
რა თქმა უნდა, ფულიც დიდ როლს თამაშობს ამ საკითხში – შეგიძლია იყიდო ძვირფასი სამოსი, ტექნიკა, ძვირად ღირებული წამლები და თავის მოვლის საშუალებები. მაგრამ მაინც, ნებისყოფისა და სრულყოფილებისკენ ლტოლვის გარეშე ნებისმიერი კაპიტალის ფასი კაპიკია!
ის, რაც ყველა ადამიანისთვის არის რეკომენდებული, მათთვისაც, ვისაც ფული არ აქვს, არის ის, რომ გამოიმუშაოთ ნებისყოფის სიმტკიცე და საკუთარი თავის რწმენა.
იმიჯ-კონსულტანტი სილვი დი ჯუსტო თვლის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გაქვს შემოსავალი. მნიშვნელოვანია, რამდენად ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული და როგორ წარმოაჩენ ამას. სილვის კლიენტების რიცხვში არიან ისეთი მსხვილი კორპორაციების ტოპ-მენეჯერები, როგორებიც არიან: McKinsey, BMW, BMჭ და Thomas Cook.
1. დახარჯე ტანსაცმელზე ფული სწორად!
შეიძინე 3-ჯერ ნაკლები ნივთი, მაგრამ 3-ჯერ ძვირიანი. ძვირად ღირებული, ხარისხიანი ნივთები – ღირსებისა და კარგი სოციალური მდგომარეობის ნიშანია.
2. ყურადღება მიაქციე დეტალებს
გახსოვდეს, რომ დეტალებს ბევრის თქმა შეუძლია შენ შესახებ. გახუნებული და გაქუცული ბუდე, რომელიც შენს ტელეფონს ფარავს – უბრალოდ, არაესთეტიკურია. ყურადღება მიაქციე ყველა წვრილმანს და მაშინ ყველანაირად დახვეწილად აღგიქვამენ. ჩაიცვი ისე, რომ მაღალი გამოჩნდე, ატარე ქუსლიანი ფეხსაცმელი – ეს დაგეხმარება, საკუთარ თავში დარწმუნებული იყო.
3. ყოველდღიურობა – არ ნიშნავს, იყო მოუწესრიგებელი
casual სტილი დიდი ხანია, ყველგან მისაღები და აქტუალური გახდა. ყოველდღიური დეტალებით გაჯერებული საქმიანი იმიჯი – სწორედ ეს არის casual სტილი. ყურადღება მიაქციე იმას, რომ შენი კოსტიუმი კარგ მდგომარეობაში იყოს, თუნდაც მასში უბრალოების ელემენტი ერიოს.
4. ნაკლები პარფიუმი!
ეს იტალიასა და საფრანგეთშია მიღებული, გულუხვად დაისხა პარფიუმი და იცურაო მკვეთრად გამოხატულ არომატში. ჩვენში კი ეს ცუდ ტონად ითვლება. ამიტომაც ყოველთვის მოზომე სუნამოს დასხმისას.
5. იყავი დარწმუნებული საკუთარ თავში
თუნდაც იცოდე, რომ რაღაც ნაკლი აქვს შენს სამოსს, მაინც იყავი დარწმუნებული შენს მომხიბვლელობაში. ნუ იდარდებ ამაზე, თორემ აუცილებლად შეგეტყობა! ადამიანები გრძნობენ, როგორი დამოკიდებულება გაქვს საკუთარ თავთან.
6. ნუ მოიკლებ ძილს
კარგი ძილი – კარგი გარეგნობის გარანტია. ყოველთვის დაწექი და ადექი ერთსა და იმავე დროს. მაშინ შენი კანი ახალგაზრდა, ბრწყინვალე და უნაკლო იქნება. საკმარისი ძილი კარგ განწყობას შეგინარჩუნებს და აგიმაღლებს შრომისუნარიანობას.
მაშ ასე, მილიონის გარეშეც შეგიძლია გამოიყურებოდე ისე, თითქოს არაფერი გაკლია. წარმოაჩინო თავი უზრუნველ, კარგი შემოსავლის მქონედ და პასუხისმგებლობიან ადამიანად, ყოველთვის მომგებიანია და ამისათვის არც ისე ბევრი რამ არის საჭირო!
არ დაგავიწყდეს: შენი გარეგნობა – პირველია, რასაც ადამიანები ყურადღებას აქცევენ. ამიტომაც იყავი დახვეწილი.
ასევე იხილეთ:
დრეს-კოდი: სად შეიძლება და სად არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა