ბოლო დროს ინტერნეტი, ფაქტობრივად, ააფეთქა საშინელმა სიახლემ, ვიწრო ჯინსის ტარების ლამის მომაკვდინებელ საშიშროებაზე ქალის ჯანმრთელობისთვის.
თუმცა, ექიმების აზრით, ყველ ჯინსზე საშიში თავად შიშია, რომელსაც მსგავსი სიახლეები იწვევს.
"მოდის მსხვერპლი" – ეს მოარული ფრაზა რეალობა გახდა 35 წლის ავსტრალიელი მოდის მიმდევარი ქალისთვის. ვიწრო ჯინსის ხანგრძლივი ტარების შედეგად მისი ფეხები დასივდა და უძლური გახდა, რაც ფეხებში სისხლის მიმოქცევის შენელებით იყო გამოწვეული.
მაგრამ როგორც Journal of Neurology, Neurosurgery & Psychiatry-ს ფურცლებიდან ექიმი როშინი რაჯაპაქსა ამბობს, მსგავსი შემთხვევა იშვიათობაა და იმის ალბათობა, რომ ძალიან ვიწრო ჯინსს შეუძლია გამოიწვიოს კუნთების ტრავმა და ნერვული სისტემის მუშაობის ცვლილება, ძალიან დაბალია. ამიტომაც ნუ დაუჯერებთ ყველანაირ ინფორმაციას! არ არის საჭირო, იყოთ ექიმი, რომ პოტენციური საშიშროება სწორად შეაფასოთ: თუკი ჯინსები არ გიშლით ხელს მოძრაობაში, არ გაჭერთ მუცელზე ისე, რომ სუნთქვა გიჭირთ, შეკერილია მსუბუქი და მჭიდრო ქსოვილისგან, მშვიდად ატარეთ ისინი და ნუ შეგეშინდებათ საშიში შედეგების.
ასევე იხილეთ:
მხოლოდ 3 ვარჯიში იმისათვის, რომ ვიწრო ჯინსი მოგიხდეთ