როგორც ვიცით, მოდა წლებთან ერთად იცვლება და იყო დრო, როდესაც თმა ქალებისთვის სრულიად მისაღები იყო. დროთა განმავლობაში შეიცვალა სამოსის სტილიც და როცა ბიკინის საცურაო კოსტიუმები გამოვიდა, ინტიმურ ადგილებში ეპილაციის დროც დადგა.
პირველად ბრაზილიელმა დებმა გახსნეს სილამაზის სალონი, სადაც ცვილის საშუალებით კეთდებოდა ეპილაცია.
ბრაზილიური ეპილაცია
უკვე თითქმის 30 წელია, რაც ბრაზილიურ ან ჰოლივუდურ ეპილაციას მთელი მსოფლიოს ქალები მიმართავენ, რაც ინტიმურ ადგილებში თმის სრულ გაქრობას ნიშნავს.
თანამედროვე საშუალებების წყალობით ეს პროცედურა საკმაოდ კომფორტულია და მტკივნეული აღარ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავ აქტუალურია ბუნებრივი საშუალებები, როგორებიცაა - ცვილი, შაქარი, თაფლი...
ბიკინის დიზაინი
დელიკატური ადგილების გაფორმება მოდაში 2004 წელს, გუჩის რეკლამის შემდეგ შემოვიდა, სადაც მოდელი ინტიმურ ადგილას ამოტვიფრული G ასოს დემონსტრირებას ახდენს.
მას შემდეგ ბიკინის ზონის გაფორმება საოცრად პოპულარული გახდა, დღეს კი უამრავი იდეის განხორციელება შეგიძლიათ თქვენს დელიკატურ ადგილას.
იხილეთ სტატია სრულად