განიცდი, რომ კლუბში წასვლამდე იღლიების გაპარსვა ვერ მოასწარი? დამშვიდდი! აიღე მაგალითი ვარსკვლავებისგან, რომლებიც საერთოდ არ თვლიან, რომ ეს პრობლემაა.
მაილი საირუსი
ყველაზე თამამი და ექსტრავაგანტური მომღერალი, გარდა იმისა, რომ ნახევრად შიშველი გამოდის სცენაზე, უარს ამბობს იღლიების ეპილაციაზე და მეტიც, ინტიმურ ადგილებში გაზრდილ თმას იღებავს კიდეც.
მადონა
მადონამ გადაწყვიტა, გაეხსენებინა ბობოქარი ახალგაზრდობა. დრო, როცა ფოტოგრაფების წინ შიშველი, ა-ლა ნატურალი, გაუპარსავი იღლიებით პოზირებდა და "ინსტაგრამზე" იღლიებში დაწებებული თმებით გადაღებული ფოტო დადო.
ჯულია რობერტსი
1999 წელს "ნოთინგ-ჰილის" ლონდონური პრემიერისთვის ჯულიამ გადაწყვიტა, იღლიებში თმა მოეზარდა. იმ დროისთვის ეს დაუმორჩილებლობის, ბუნტარობის ერთგვარი ჟესტი იყო.
მონიკი
ფილმ "განძში" შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის "ოსკარის" ნომინანტმა მონიკმა მაყურებლებს არა მხოლოდ შესანიშნავად შესრულებული როლით დაამახსოვრა თავი, არამედ წითელ ხალიჩაზე მოსიარულე გაუპარსავი ფეხებითაც.
დრიუ ბერიმორი
10 წლის წინ დრიუ, ისე, რომ თავადაც არ იცოდა, ბოდი-პოზიტივის ერთ-ერთი გზამკვლევი გახდა.
სოფი ლორენი
ლორენის თაობისთვის ქალისთვის ბუნებრიობა, კერძოდ კი, გაუპარსავი იღლიები და ფეხები ჩვეულებრივი მოვლენა იყო და იღლიაში გაზრდილი თმა სექს-სიმბოლოებისთვისაც კი ხელისშემშლელი მოვლენა სულაც არ იყო.
კელი როულენდი
2008 წელს Beauty Awards-ის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე Destiny’s Child-ის ექსწევრი, კელი როულენდი ეპილაციის გარეშე გამოცხადდა.
ჰელენა ბონემ-კარტერი
ცნობილი ნონკონფორმისტი სულაც არ ცდილობს, რომ გაუპარსავი იღლიებით ვინმე გააოცოს. ის, უბრალოდ, ასე ცხოვრობს.
პენელოპა კრუსი
2011 წელს ჟურნალ Aie Magazine-ის ყდის გადაღებებისთვის პენელოპა კრუსმა ორი კვირა უარი თქვა იღლიების ეპილაციაზე.
ლინდსი ლოჰანი
2008 წელს ლინდსი ლას-ვეგასში, კლუბ Pure-ში გაუპარსავი ფეხებით მივიდა. მსახიობმა უხერხულობის გარეშე გაიარა წითელი ხალიჩაზე და წვეულებაზე კარგადაც მოილხინა.
ნატალია ვოდიანოვა
2011 წელს Harper’s Bazaar-ის პრემიის, "წლის ქალი" გადაცემის ცერემონიალზე ნატალია ვოდიანოვა Balmain-ის ულამაზეს ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი მივიდა, თუმცა უცნაურ აქსესუარად გაუპარსავი ფეხები ჰქონდა.