ლამაზი ვარცხნილობის მისაღებად ხშირად ვიყენებთ ფენსა თუ თმის უთოს, რითაც ზიანს ვაყენებთ თმას, მაგრამ არსებობს იდეალური ტალღოვანი ვარცხნილობის გასაკეთებელი მარტივი საშუალება, რისთვისაც მხოლოდ ჟურნალის ფურცლები და რამდენიმე ათეული თმის სამაგრია საჭირო.
1. მაშ ასე, აიღეთ ჟურნალი და ამოხიეთ რამდენიმე ათეული ფურცელი.
2. თითოეული ფურცელი გადახიეთ შუაზე და გადაკეცეთ. რაც უფრო ფართო იქნება ნაკეცი, კულულიც უფრო დიდი გამოვა.
3. დაასველეთ თმა წყლით ან თმის სპრეით.
4. გადაკეცილ ფურცელზე დაახვიეთ თმის ნაწილი, შეკარით ფურცლის ბოლოები და დაამაგრეთ თმის სამაგრით.
5. დაელოდეთ რამდენიმე საათი და გაიშალეთ თმა. ვარცხნილობა დაიფიქსირეთ თმის ლაქით.
ეს პროცესი რომ გაგიადვილდეთ, იხილეთ ვიდეო
შეგიძლიათ ფურცლებით დახვეული თმა მთელი ღამის განმავლობაში გაიჩეროთ ან ფენის საშუალებით დააჩქაროთ პროცესი, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად - ეს არის ყველაზე მარტივი და უსაფრთხო საშუალება.