"ჩოლკა" – ეს ქალის გარეგნობის ლამაზი და ძალიან მოდური ელემენტია. თუმცა, მის შეჭრას მხოლოდ ის ბედავს, ვინც 100%-ით დარწმუნებულია, რომ "ჩოლკით" დიდი ხნით სიარულს შეძლებს. ის, ვისაც ერთხელ მაინც შეუჭრია "ჩოლკა", იცის, რა ტანჯვაა მისი გაზრდა. ამიტომაც "ფეიკი" ჩოლკა – ყველაზე უსაფრთხო და მარტივი მეთოდია, შეიცვალო იმიჯი ცოტა ხნით ისე, რომ მას თმა არ შესწირო!
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეოგაკვეთილი
ეს 3 ვარცხნილობა – იმის მაგალითია, როგორ შეიძლება შეინიღბო "ჩოლკით" შეუმჩნევლად!
1. კუდი უკან
გაინაწილე თმა 2 სექტორად: წინა და უკანა. პირველი – უფრო პატარა უნდა იყოს, მეორე უფრო დიდი. თმა წინა სექტორიდან შეიკარი ზემოთ "მალვინას" მსგავსად. დაიდე მიღებული კუდი შუბლზე და დაარეგულირე მომავალი "ჩოლკის" სიგრძე. დაილაგე თმა ისე, როგორც ბუნებრივი "ჩოლკის" დროს გექნებოდა. დააფიქსირე ეს მდგომარეობა კუდის შუაში თმის სარჭით და გაანაწილე ამ მანიპულაციისგან დარჩენილი თმა ორად. თითოეული დაახვიე ზამბარასავით და დაიმაგრე სარჭით. ზემოდან გაიკეთე ნაჭრის ბანდო და ჩაიმაგრე დანარჩენი თმა ან დაიტოვე გაშლილი. "ჩოლკა" დაივარცხნე.
2. "ჩოლკა" ა-ლა პომპადური
კვლავ გაინაწილე მთელი თმა 2 სექტორად: წინა და უკანა. ოღონდ ახლა დიდი ნაწილი წინ უნდა მოექცეს. თითოეული სექტორით გაიკეთე კიკინა. გაყავი მიღებული კუდი ორ ნაწილად და დაიდე შუბლზე "ჩოლკა". ჩამოივარცხნე და დაიხურე თავზე ბანდო.
3. კლასიკური ჩოლკა
უბრალოდ, გაიკეთე მაღლა კუდი, გაყავი 2 თანაბარ ნაწილად და დაიდე შუბლზე "ჩოლკა". თმის უთოს მეშვეობით ჩამოისწორე, ზემოდან კი კვლავ გაიკეთე ბანდო. უკან დარჩენილი კუდით კი გაიკეთე ლამაზი "კოსა".
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეოგაკვეთილი