მცირეოდენი შესვენების შემდეგ ჟურნალმა Fashion Woman Media-მ ისევ დაიწყო, საზოგადოებისთვის წარედგინა 2016 წლის ყველაზე მოდური ტენდენციები, თუ რომელი ფერი მოუხდება წელს ჭრელ შემოდგომას და სუსხიან ზამთარს.
მოდურ ტენდენციებზე საუბრისას, აუცილებელია განვიხილოთ 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის ყველაზე მოდური ფერები და ეს, რა თქმა უნდა, დიზაინერთა ჩვენებებზე დაყრდნობით.
პირველ ადგილს იკავებს მუქი მოლურჯო-მომწვანო ფერი
Nellie Partow
სწორედ ეს ფერი გამოიყენა თავის კოლექციაში ნიუიორკელმა დიზაინერმა ნელი პარტოვმა. ფერი ნამდვილად მდიდრულად და ელეგანტურად აღსაქმელს ხდის სამოსს და განსაკუთრებით მაშინ, თუ სამოსის შექმნისას გამოიყენება მძიმე და ბზინვარე ქსოვილი. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამ ორი ფერის თამაში მუდამ იწვევს ადამიანში სიმშვიდის და დახვეწილობის აღქმას.
Costello Tagliapietra
Roberto Cavalli, Cushnie et Ochs
Kenzo
Elie Saab , Cushnie et Ochs , Michael Kors
Matthew Williamson, Burberry Prorsum
Antonio Berard, Blumarine
Gucci{{ArticleSplitCont}}
მეორე ადგილი დაიკავა ნარინჯისფერმა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მეორე ადგილი დაიკავა ფერებმა, რომელთაც მოიცავს ნარინჯისფერი გამა. ეს ეხება როგორც მკვეთრად ნათელ ფერებს, ასევე, ქარვის ფერსაც, რომელიც არ აღიზიანებს თვალს.
Balmain
Fendi, Giambattista Valli
Céline
Arthur Arbesser, Badgley Mischka
MSGM
See by Chloé, Trademark
Lyn Devon , Derek Lam{{ArticleSplitCont}}
2016 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდურ ფერებში მესამე ადგილი დაიკავა ლურჯმა თავისი სამი ელფერით: "სამეფო ლურჯი", "ელექტრიკი" და "ულტრამარინი".
DKNY
ლურჯი ფერის ეს გარდაქმნები მუდამ იკავებს საპატიო და შეუცვლელ ადგილს. ამ ფერში შექმნილი სამოსები იზიდავს ყურადღებას და კარგად გამოკვეთს სხეულის სასურველ ნაწილს. მეტი ელეგანტურობისთვის, ლურჯ ფერს შეგვიძლია შევუხამოთ თეთრი სამოსი, ხოლო ექსპერიმენტისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ნარინჯისფერი, რომელიც იმიჯს მეტ ავანგარდულობას შემატებს.
Roksanda, Ermanno Scervino
Elie Tahari, Issey Miyake
Ermanno Scervino , Zuhair Murad
Giorgio Armani
Comptoir des Cotonniers , Banana Republic
Bibhu Mohapatra
Edun, Giambattista Valli{{ArticleSplitCont}}
იასამნისფერი
Bally
ის განსაკუთრებულ ელფერს აძლევს სამოსს მაშინაც კი, თუ გამოყენებულია მცირე დეტალი მაინც. იასამნისფერის გრადაცია საკმაოდ საინტერესოა, მისი ღია ტონები სინაზეს მატებს იმიჯს, ხოლო მკვეთრი ფერის გამოყენებისას ფრთხილადაც კი უნდა ვიყოთ, ზედმეტად არ გადავტვირთოთ ჩვენი ჩაცმულობა.
John Galliano, Bally
Bally, Gabriele Colangelo
Bally, Lucas Nascimento{{ArticleSplitCont}}
მუქი ლურჯი
Katie Ermilio
ის მუდამ აქტუალურია შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში, ამ ფერის გამოყენებით ადვილად შეიძლება შევქმნათ როგორც ელეგანტური, ასევე ავანგარდული სამოსი. ძალიან ლამაზია, როცა ეს ფერი გამოიყენება გამჭვირვალე სამოსის შექმნისას.
Katie Ermilio
MSGM, Sonia Rykiel
Nellie Partow , Zac Posen
Roberto Cavalli , Katie Ermilio
Marques, Tadashi Shoji
Zac Posen , Barbara Bui
Halston Heritage , Barbara Bui
Jacquemus, Halston Heritage{{ArticleSplitCont}}
მუქი წითელი ან ბორდოსფერი
Zac Posen
სწორედ რომ წითელი ფერის ელფერი გახლავთ მოდური ბლოგერების შთაგონების წყარო, მიმზიდველობისა და სექსუალურობის გამოხატულების გარდა, წელს საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიქმნა წითელი ფერის ფეხსაცმელები, ამ უკანასკნელს კი ლურჯ პალტოსა და ქვედაბოლოსთან ახამებენ. ვფიქრობ, აღარ არის საჭირო ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უხდება ერთმანეთს წითელი და შავი.
Josie Natori, Iris van Herpen , Monique Lhuillier
Emilio Pucci
Zac Posen, Jean-Pierre Braganza{{ArticleSplitCont}}
ღია ვარდისფერი
Elizabeth and James
ეს ფერი საინტერესოა მაშინ, თუ ქალი ხაზს უსვამს მის სინაზეს. ღია ვარდისფერი ლამაზი აღსაქმელია, თუ ის თითქოს კრემისფერშიც გადადის. მისი გარდამავლობაა სწორედ მიზეზი იმისა, რომ ეს ფერი შევიდა 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის აქტუალურ ფერთა სიაში.
Alexander McQueen
Alexander McQueen, Prada, Dolce & Gabbana
Halston Heritage , Red Valentino
Altuzarra, Cédric Charlier
Narciso Rodriguez, Cédric Charlier