მოდის სფეროში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება -"Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015"-9 ნოემბერს ბესარიონის ჩვენებით დაიხურა.
იხილეთ ფოტოგალერეა: ცნობილი ადამიანები Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015-ზე
ფერები და ქსოვილები, რომლებსაც ბავშვობაში ცირკში ხედავდა და წლების შემდეგ, საკუთარ კოლექციაში გააცოცხლა, მხიარული და ამავე დროს სევდიანი ჯამბაზი გახდა რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ინსპირაციის წყარო. არჩევანი დიზაინერს პარიზის ყველაზე გემოვნებიანმა ქალმა კატრინ ბაბამ მოუწონა.
"იყო ძალიან ეკლექტური. მომეწონა ზოლების მიქსი, ფოჩები, ხავერდი. იყო ჩვენებაში ბევრი თეატრალური, ცირკის დეტალი. იყო ასიმეტრიები, რომელსაც კარგად შევაფასებდი, თუმცა განსაკუთრებით მომხიბლა ხავერდის პიჟამა-შარვლებმა,"- აღნიშნა კატრინ ბაბამ ჩვენების დასრულების შემდეგ.
4-დან 9 ნოემბრის ჩათვლით, "მომა" მსოფლიოს წამყვან მოდის ბლოგერებს, კრიტიკოსებს, ჟურნალისტებს, მოდის მოყვარულებსა და ქართველ დიზაინერებს მასპინძლობდა. მოდის კვირეულმა დადებითი შეფასებები ქართველი მოდის მოყვარულებისაგანაც მიიღო.
შორენა ბეგაშვილი: "საწუხაროდ, ყველა ჩვენებას ვერ დავესწარი. თუმცა ვიყავი ავთანდილისა და ანუკა ქებურიას ჩვენებაზე. წარმატებები ქართველ დიზაინერებს, ვამაყობ, მართლა".
ეკა კახიანი: "ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი დონის მოდის კვირეულები ტარდება. მე მხოლოდ ანუკა ქებურიას დავესწარი და ძალიან მომეწონა. თავადაც მისი მომხმარებელი ვარ და ასევე ჩემი ორი გოგოც გამოდიოდა პოდიუმზე და ვგულშემატკივრობდი."
ნინი ბადურაშვილი: " ამ კვირეულის ფარგლებში ძალიან მაღალი დონე აჩვენეს ჩვენმა დიზაინერებმა. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და მინდა მათ ასეთი წარმატება მივულოცო. ანუკა ქებურიას ჩვენებაში მონაწილეობა მეც მივიღე. ანუკა უნიჭიერესი დიზაინერია და აქვს თავისი, განსხვავებული ხელწერა.
"ბესარიონის ჩვენების შემდეგ, "Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015 "-ის შესაჯამებლად დიზაინერები, ჟურნალისტები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული კრიტიკოსები და ბლოგერები ჟურნალ ბომონდის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე შეიკრიბნენ. ღონისძიების უცვლელი პარტნიორები - ამერიკული ვისკი jeam beam და Sam Raan Spa & Wellness Center-ი იყვნენ.
"Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015" მოდის მოყვარულებს გაზაფხულამდე დაემშვიდობა. რამდენიმე დღეში ქართველი დიზაინერების შესახებ მოდის წამყვან ჟურნალებში დაწერენ. უკვე ცნობილია, რომ მოდის კრიტიკოსები და ჟურნალისტები საქართველოდან დადებითი ემოციებით წავიდნენ. მოდის კვირეულისა და ბომონდის უცვლელი პარტნიორია ბურბონიJeam Beam, #1 ბურბონი მსოფლიოში.
ეკა მელიქიძე
იხილეთ ფოტოგალერეა: ცნობილი ადამიანები Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015-ზე