ტორონტოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გამოჩნდა მოდური და ძალიან ელეგანტური, თანამედროვე სანტა, რომლითაც არა მხოლოდ იქ მყოფი მყიდველები აღფრთოვანდნენ, არამედ მთელი მსოფლიოც, რადგან სანტას ფოტოები ინტერნეტით სწრაფადვე გავრცელდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
პოლ მეისონი 30 წლის სტაჟის მქონე მოდელია და საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობს: მასთან გადაღებულ ყოველ ფოტოში გადახდილი ფული ავადმყოფი ბავშვებისთვის ერთ-ერთ ფონდში ირიცხება.
თავად პოლი აღიარებს, რომ მისი სამიზნე ზრდასრული ადამიანები არიან და არ სურს, რომ ბავშვებმა ის ტრადიციულ სანტად აღიქვან.
უცნობია, რა რეაქცია აქვთ ბავშვებს მის დანახვაზე, მაგრამ უფროსების ყურადღებას რომ მაშინვე იპყრობს, ეს ფაქტია.
თქვენც შეაფასეთ ახალი სტილში გამოწყობილი ახალი წლის სიმბოლო.
იხილეთ ფოტოგალერეა