ხშირად ახალი ფეხსაცმლის ყიდვისას გვავიწყდება კომფორტის და იმის შესახებ, რომ მასში მინიმუმ ერთი სეზონის გატარება მოგვიწევს. არადა, ფეხსაცმელი მაქსიმალურად მოსახერხებელი უნდა იყოს.
იმისათვის, რომ შეძლოთ შეარჩიოთ არა მარტო ლამაზი, არამედ მოსახერხებელი ფეხსაცმელიც, გთავაზობთ 5 ოქროს წესს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ფეხსაცმლის ყიდვისას.
1. შეიძინეთ ფეხსაცმელი საღამოს
ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ დღის ბოლოს ფეხები ოდნავ შეშუპებულია, შედეგად კი, ზომაში ცოტა გაზრდილიც. ასე რომ, ფეხსაცმელი, რომელიც დილით კარგად გქონდათ, შესაძლოა, საღამოს გიჭერდეთ.
2. არასტანდარტული სტანდარტები
სხვადასხვა მწარმოებელს ფეხსაცმლის ზომის სხვადასხვა სტანდარტი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ ღირს მაშინვე შეიძინოთ ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მოგწონთ. მხოლოდ გასინჯვის და ფეხზე კარგად მორგების შემთხვევაში უნდა შეიძინოთ ის.
3. ორი ტერფიდან არჩევანი დიდზე გააკეთეთ
მნიშვნელოვანია, რომ ფეხსაცმელი დიდი ფეხის მიხედვით შეარჩიოთ. შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას ერთი ფეხი მეორეზე ცოტათი დიდი აქვს. ამიტომაც საჭიროა, მოიზომოთ რამდენიმე ზომა ფეხსაცმელი და შეიძინოთ ის, რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობს ორივე ფეხი თავს.
4. შეარჩიეთ ფეხსაცმელი შემთხვევისთვის
ფეხსაცმლის შერჩევისას, ზუსტად უნდა წარმოიდგინოთ, რისთვის, სად ჩასაცმელად გსურთ ის. მაგალითად, გაგიჭირდებათ მთელი დღე მაღალ და არამყარ, წვრილ ქუსლებზე სიარული. ამიტომაც თუკი ფეხსაცმელს იმისთვის ყიდულობთ, რომ მასში მთელი დღე უნდა გაატაროთ, არჩევანი ე.წ. ტანგეტკაზე შეაჩერეთ. ასეთძირიან ფეხსაცმელში ბევრად კომფორტულად იგრძნობთ თავს.
5. ფეხები დიდდება
გახსოვდეთ, რომ თქვენი ფეხები შესაძლოა, გაიზარდოს როგორც სიგრძეში, ასევე სიგანეში. ამიტომაც ყოველ 2 წელში ერთხელ გაიზომეთ ფეხი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ფეხსაცმელს ინტერნეტით იწერთ.
ასევე იხილეთ:
რა გავლენა მოახდინა ვარსკვლავების ტერფებზე ვიწრო და ქუსლიანმა ფეხსაცმელმა
არ იჩქაროთ გადააგდოთ არაკომფორტული ფეხსაცმელი - რამდენიმე რჩევა ცხოვრების გასაადვილებლად