იდეალური გარდერობის შესაქმნელად აუცილებელია ფერთა სწორად შეხამება.
წითელი
თუ წითელ ტანისამოსს ირჩევთ, იყავით მზად იმისთვის, რომ დიდ ყურადღებას მიიქცევთ: ეს ფერი თავდაჯერებული ადამიანებისთვისაა. არ გირჩევთ წითელი ტოტალ-ლუქის ჩაცმას, რათა ზედმეტად სექსუალური არ გამოჩნდეთ. ნამდვილი კლასიკაა წითელისა და შავის შეხამება. მაგალითად, შავი შარვლის, სვიტერისა და წითელი პალტოს კომბინაცია.
პასტელი
თამამად შეუხამეთ პასტელის ფერები: წელს ის მოდაშია. დამდეგი გაზაფხული სენტიმენტალური და ნაზი იქნება!
თეთრი
თეთრის კომბინირება ნებისმიერ ფერთან შეიძლება. განსაკუთრებით უხდება თეთრს ლურჯი, წითელი და შავი. Casual სტილის შესაქმნელად, ყურადღება მიაქციეთ თეთრისა და ქვიშისფერის შეხამებას. ეს ფერები განსაკუთრებით უხდება საქმიან სტილს.
დენიმი
დიდი ხნის მანძილზე დენიმის სხვა ფერებთან შეხამება აკრძალული იყო, დღეს კი მსგავსი შეხამება ხშირად გვხვდება მოდის კვირეულების street-ფოტოებზე. თამამად შეუხამეთ ჯინსს სხვადასხვა ფერის სამოსი. მთავარი წესი: ფერები არ უნდა ემთხვეოდეს. მაგალითად, ჩაიცვით ღია ფერის პერანგი მუქ ლურჯ შარვალთან. იხილეთ სრულად...