მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რა თქმა უნდა, ლამაზი და მოდურია, მაგრამ ხშირად მათი ტარება დამღლელი და მოუხერხებელია. მის შესაცვლელად შესანიშნავი ვარიანტია - ბოტასი ან კედი, რომლებსაც უკვე დიდი ხანია, არამხოლოდ სავარჯიშო დარბაზებში იცვამენ. მათი შეხამება თავისუფლად შეიძლება რომანტიკულ კაბებთანაც.
თუ თქვენ გინდათ, ოფისში სპორტული ფეხსაცმელი ჩაიცვათ, შეარჩიეთ სადა მოდელი, რომლის ლოგოც პატარა ზომის იქნება. ასეთი ლუქი შესაფერისი იქნება დაწესებული დრესკოდისთვისაც.
სპორტული ფეხსაცმელი მხოლოდ სავარჯიშოდ არ არის კომფორტული. ტყავის ან ჯინსის ქვედაბოლოსთან ისინი ძალიან ტრენდულად გამოიყურება. ზედატანის არჩევისას თავი შეიკავეთ პრინტიანი მაისურისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლუქი მართლაც რომ სპორტული დარბაზის შესაფერისი იქნება. ყურადღება გაამახვილეთ პერანგებზე, თხელ სვიტერზე და თუ მაინცდამაინც მაისურის ჩაცმა გინდათ, ამ შემთხვევაშიც ერთი ტონის, სადა მოდელი შეარჩიეთ.
ბოტასი და კედი ძალიან უხდება მკვეთრ ფერებს, პრინტებიან და ორნამენტიან ტანსაცმელს. თანამედროვე It-girls თამამად უხამებენ ქვედაბოლოებს დაპრინტულ ტოპებს და არ ავიწყდებათ ხასხასა ფერის სპორტული ფეხსაცმელი. იხილეთ სრულად...