ცოტა ხნის წინ ვიქტორია ბექჰემის ფოტოები ჟურნალ Vogue-ის ჩინურ ვერსიაში გამოჩნდა. შავ-თეთრ ფოტოებში Spice Girls-ის ყოფილი ვოკალისტი საოცარ პლასტიკას აჩვენებს. თუმცა მკითხველებმა მაინც იპოვეს სერიოზული შეცდომა.
ერთ-ერთი ფოტო იმდენად არაპროფესიონალურად არის დამუშავებული, რომ ვარსკვლავის მარჯვენა ფეხი თითქოს მოწყვეტილია სხეულისგან. ამ საკითხზე ატეხილმა კრიტიკამ ინტერნეტსივრცე მოიცვა.
ჟურნალ Vogue-ის წარმომადგენელმა ანჟელიკა ჩეილანგმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ეს არის ოპტიკური ილუზია და ფოტოს ეს ვერსია სპეციალურად იყო ჩაფიქრებული. მან თქვა, რომ ფოტოების ორი ვერსია არსებობს: დამუშავებული და დაუმუშავებელი. ჟურნალში პირველი ვერსია გამოქვეყნდა. იხილეთ ფოტოგალერეა