ეს სახლი ჯესიკა ალბამ თავისი პირველი ჰონორარით შეიძინა და გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობდა. სახლი ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ამჟამად ჯესიკას შენაძენი სასტუმროს ფუნქციას ატარებს და მსახიობის მამის უძრავი ქონების სააგენტო მას წარმატებით აქირავებს მსურველებზე.
სახლის ინტერიერის განახლებაში ჯესიკას მამის პარტნიორები, პროფესიონალი დიზაინერები დაეხმარნენ. სახლის დეკორირების დროს ის არ ფიქრობდა საკუთარ თავსა და ოჯახზე. ჯესიკამ აქცენტი, ზოგადად, მოგზაურ ადამიანზე და მის გემოვნებაზე გააკეთა. ეს გახლავთ რაღაც საშუალო სასტუმროსა და სახლს შორის.
ინტერიერში არის განსაკუთრებული თავისებურებები, მაგალითად, ხვეული კიბე და ბიბლიოთეკის ანტრესოლი, რაც საკმაოდ რარიტეტულ ატმოსფეროს ქმნის. ინტერიერზე მუშაობის დროს შემქმნელები ნიუ-იორკის სასტუმროების სტილით ხელმძღვანელობდნენ. ამასთანავე, ჯესიკას ძალიან უნდოდა ზღვის ატმოსფეროს შექმნა, რაშიც, რა თქმა უნდა, ლურჯი და თეთრი ფერი ძალიან დაეხმარა.
ამ სახლის მთავარი უპირატესობა და ხიბლი გახლავთ მაღალი ჭერი და შესანიშნავი ხედი მთის მწვერვალიდან. ლამაზ ფართო ფანჯრებზე სპეციალურად არის შერჩეული ისეთი ფარდები, რომ ოთახში მყოფმა ადამიანმა თავისუფლად მოახერხოს გარშემო ხედით ტკბობა. სრულად...