ვერც კი წარმოვიდგენდი, ფრჩხილების უამრავი ფორმა თუ არსებობდა! სილამაზე მრავალფეროვნებაშია...
ამ იდეების წყალობით თქვენი მანიკიური მუდამ შეუდარებელი იქნება. სასიამოვნოა, როდესაც ხელები მოვლილად და ორიგინალურად გამოიყურება, თანაც, კარგ განწყობას ქმნის!
ფრჩხილების ლამაზი ფორმა
მრგვალი ფორმა
შესანიშნავია მოკლე ფრჩხილებისთვის და მათთვის, ვისაც ფრჩხილები ექერცლება.
კვადრატული ფორმა
მუდამ აქტუალურია, იდეალურია საშუალო ზომის ფრჩხილებისთვის და უხდება ფრენჩი.
სტილეტი
უყვართ მათ, ვინც აკრილის ფრჩხილებს ატარებს. თუ ნახატს სწორად შეურჩევთ, სრულებით არავულგარული იერი ექნება!
ნუშის ფორმა
ეს ფორმა უხდება თხელი, ნატიფი თითების მფლობელებს და მათ, ვინც საოჯახო საქმეებით დიდად არ იწუხებს თავს - მსგავსი ფრჩხილების დაზიანება იოლია.
კვადრატულ-ოვალური ფორმა
ბუნებრივი ფორმა, რომლის გაკეთება ადვილია და დიდხანს ძლებს უპრობლემოდ.
ბალერინა
გრძელი და ძლიერი ფრჩხილების ფორმა, იდეალურია მათთვის, ვისაც ფრჩხილების დაგრძელება სურს.
მთის წვერი
ოდნავ გამომწვევი, მაგრამ მაინც მომხიბვლელი ფორმა, რომელიც შესანიშნავად უხდება მკვეთრი დიზაინერული იდეების განსახორციელებლად.
ტრაპეცია
შესამჩნევია, რომ ეს ხელოვნური ფრჩხილებია და მისი გაკეთებისგან მანიკიურის ხელოსნები ხშირად თავს იკავებენ.
პომადის ფორმა
ეს ელეგანტური ფორმა მოუხდება მათ, ვისაც ვიწრო ფრჩხილები აქვს. იგი ვიზუალურად აგრძელებს თითებს.
ოვალური ფორმა
ეს გახლავთ კლასიკური მანიკიური - ფრჩხილების სწორი ფორმა მუდამ აქტუალურია და მოდიდან არასოდეს გადადის.
წვეტიანი ნუშისებრი ფორმა
მსგავსი ფორმა უჩვეულოდ და მოდურად გამოიყურება!
ეიჯი (Edge)
ეს გახლავთ 2016 წლის ახალი ტრენდი. აუცილებლად სცადეთ!