ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანში მონოგამიურობის ან პოლიგამიურობისკენ მიდრეკილებას დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი.
ამიტომ იმის გასარკვევად, თუ რამდენად ერთგული იქნება თქვენი ინტერესის ობიექტი, სასურველია, სერიოზული ურთიერთობების გაჩაღებამდე ჯერ მისი ზოდიაქოს ნიშანი დააზუსტოთ:
ვერძი - როგორც წესი, ერთგულია, თუმცა უყვარს სიახლე და ავანტურა. თუ პარტნიორი მოსაწყენად არ მისცემს დროს, ვერძი ერთგული იქნება სიცოცხლის ბოლომდე.
კურო - ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია. მას ღრმად სწამს სიყვარულის კუბოს კარამდე. თუმცა, თუკი ღალატის მსხვერპლი გახდა, შეუძლია "რევანშის" სახით თავადაც უღალატოს პარტნიორს.
ტყუპი - არასტაბილური, საკმაოდ ცვალებადი ნიშანია. ამიტომ მისი ერთგულების იმედი არ უნდა გქონდეთ. ფლირტის სახით მაინც ეცდება ხანდახან გაძვრომა-გამოძვრომას.
კირჩხიბი - ტყუპზე არანაკლებ არასტაბილურია. ამის ბრალი კი მისი ცვალებადი ხასიათია. კირჩხიბი პრეტენზიული და ჭირვეულია. ითხოვს მუდმივ ყურადღებას. თუკი პარტნიორმა ყურადღება მოაკლო, იმისკენ გაიწევს, ვინც ამ ემოციურ დანაკლისს შეუვსებს მარტივად. სრულად...