თუ იმას იცვამთ, რაც ხელში მოგხვდებათ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არსებობს სამოსი, რომელიც საერთოდ არ უხდება ერთმანეთს. აი, 10 მინიშნება, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ, მუდამ ელეგანტურად გამოიყურებოდეთ.
მინი-კაბა მუხლამდე + მაღალყელიანი ჩექმა
ეს შეხამება მოდის ექსპერტებმა აკრძალეს, რადგან ფეხს მასიურობას მატებს.
ტყავის შარვალი + ტყავის ჩექმა + ტყავის ქურთუკი
თუ ბაიკერი ან ბაიკერის შეყვარებული არ ხართ, ასე არ შეიმოსოთ, თუ, რა თქმა უნდა, როკ-ენ-როლის სტილის ფართიზე არ მიდიხართ.
ბერეტი და სპორტული ქურთუკი
პოპულარული, მაგრამ უგემოვნო შეხამებაა. ბერეტი ელეგანტური ქუდია, სპორტულ ქურთუკს კი სპორტული ქუდი მოუხდება.
სპორტული შარვალი და მაღალქუსლიანი ”ნავები”
ახალი ტენდენციის - cajual-ის მიუხედავად, სპორტული სამოსი და კლასიკური ფეხსაცმელი მაინც ვერ "მეგობრობენ".
მოკლე ზედა + ლეგინსი ჯინსის ან შარვლის მაგივრად
თუ მოკლე მაისურის ან ქურთუკის ჩაცმა გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად ჩაიცვით შარვალი ან ჯინსი.
რამდენიმე "ოვერსაიზი" შეუთავსებელია
მართალია, "ოვერსაიზი" მოსახერხებელი სამოსია, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე "ოვერსაიზს" ნუ ჩაიცვამთ. მოდური ვერ გამოჩნდებით, აი, უფორმო - კი.
ქუსლიანი კედები + skinny-ჯინსი
"ტანკეტკიანი" კედები რამდენიმე წლის წინ მართლაც მოდური იყო. ნუ ჩაიცვათ მას დღეს და მით უმეტეს, skinny-ჯინსთან ერთად, თუ არ გინდათ ისე გამოჩნდეთ, თითქოს ფეხებზე ჩლიქები გამოგეზარდათ.
ტოპი + დაბალწელიანი ჯინსი
ჯინსი თეძოზე 2000-იანი წლების გლამური იყო. მას ძირითადად ქუჩაში შეხვდებოდით. თუ ძალიან გინდათ, ტოპი ჩაიცვათ და დაკუნთული მუცელი გამოაჩინოთ, ჩვეულებრივი (არადაბალწელიანი) ჯინსი ან შარვალი ჩაიცვით.
გამჭვირვალე კოლჰოტი + ზამთრის სამოსი
კანის ფერის კოლჰოტი და თბილი ქურთუკი ან ჩექმა უაზროდ გამოიყურება, თითქოს შიშველ ფეხები გაქვთ. ზამთარში ჩაიცვით მუქი ფერის სქელი კოლჰოტი. ელეგენტურიცაა და თბილადაც იქნებით.
კაპრონი + ზაფხულის ღია ფეხსაცმელი
იმედი გვაქვს, ასე არასდროს ჩაიცვამთ. განსაკუთრებით საშინელებაა, როცა კოლჰოტიდან ფრჩხილებზე წასმული მუქი ფერის ლაქი "ანათებს".