მოხერხებული და ხარისხიანი ფეხსაცმლის არჩევა ხანდახან სირთულეს წარმოადგენს. ჩვენს დღევანდელ სტატიაში ვეცდებით დაგეხმაროთ, მოემზადოთ შემოდგომის სეზონისთვის. გთავაზობთ შემოდგომის მოდური ფეხსაცმლის რამდენიმე ვარიანტს.
შემოდგომის მოდური ფეხსაცმელი
ზამშის ფეხსაცმელი - ამ სეზონის ყველაზე მოდური ტრენდია. აუცილებლად შეიძინეთ ერთი წყვილი მაინც შემოდგომის სიცივეებისგან დასაცავად.
ასეთი მოკლე ჩექმა ნამდვილი აღმოჩენაა თავდაჯერებული ქალებისთვის.
ტყავის დაბალქუსლიანი მოკლე ჩექმა - იდეალური ვარიანტი ქალბატონებისთვის, რომლებსაც სეირნობა უყვართ.
რეზინის ჩადგმული დეტალები - დამატებითი კომფორტისთვის.
უჩვეულო პანკ-პლატფორმა - არამხოლოდ ზაფხულის, არამედ შემოდგომის ტრენდიც არის.
ძალიან ქალური ვარიანტი - ბოტილიონები ღია ცხვირით.
მარსალას ფერის არაჩვეულებრივი ბოტილიონი დეკორატიული დეტალებით.
თეთრი მოკლე ჩექმა საღამოს კაბის შესანიშნავი დანამატი გახდება.
მოკლე ჩექმა ჭრილებით - მოდის ნამდვილი მიმდევრებისთვის!
ასეთი მოდელი ძალიან მოდურად გამოიყურება. სამწუხაროა, რომ წვიმიან ამინდში მას ვერ ჩაიცვამ.
რა ჯობია ფეხსაცმელს, რომელიც "სუნთქავს"!
ძალიან მოხდენილად გამოიყურება მანქანის ნაქარგი ტყავის მოკლე ჩექმაზე.
კლასიკური ვარიანტი - ყავისფერი სადა ბოტილიონები.
ტვიდის ფეხსაცმელი - ამ სეზონის საოფისე სტილის განუყოფელი ატრიბუტი.
დეკორატიული შესაკრავები - შემოდგომის ფეხსაცმლის საუკეთესო დეტალი.