ახალ მოდურ სეზონს მომზადებული უნდა შევხვდეთ, ამიტომ გთავაზობთ გაეცნოთ შემოდგომის არამხოლოდ ძირითად ტრენდებს, არამედ, ანტიტრენდებსაც!
1. სამკაულები კომპლექტში
სამკაულების კომპლექტი (ერთნაირი საყურეები, კულონი და ბეჭედი), უამრავი ექსპერტის აზრით, არა მხოლოდ მატებს ასაკს, არამედ, არათანამედროვედ გამოიყურება.{{ArticleSplitCont}}
2. ერთი ფერის ჩანთა და ფეხსაცმელი
კრიტიკოსები დიდი ხანია ამბობენ, რომ ერთი ფერის ჩანთა და ფეხსაცმელი ცუდი ტონია, მაგრამ ზოგიერთი ქალი მაინც არ უჯერებს მათ. ამიტომ, ვიმეორებთ, როგორც მანტრას: ”ნუ შეიძენთ ერთი ფერის ჩანთას და ფეხსაცმელს!”{{ArticleSplitCont}}
3. დაბალწელიანი ჯინსის შარვალი
ჯინსები, რომლისგანაც თეთრეული ჩანს, 2000-იანი წლების ისტორიას ჩაბარდა, თუმცა, მსგავსი სურათის ხილვა დღესაც არის შესაძლებელი ქუჩებში. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ: არ ღირს ასეთი ”სექსუალური მოდელის” ჩაცმა. არსად. არასდროს.{{ArticleSplitCont}}
4. კოლჰოტები ”დეკორით”
2016 წელს აჟურული კოლჰოტები მოულოდნელად დაბრუნდა მოდაში, მაგრამ მოდელები ”დეკორით” (სტრაზები, ნაქარგი და სხვ.) არ ამართლებს ამ მდგომარეობას.{{ArticleSplitCont}}
5. გრძელი პლისირებული ქვედაბოლოები ბასკით
ბასკა რამდენიმე სეზონის წინ იყო მოდაში, თუმცა მოდური ტრენდის პოზიცია მაინც ვერ დაიკავა. დღეს კი მან აქტუალობა საბოლოოდ დაკარგა.{{ArticleSplitCont}}
6. პლისირებული გრძელი ქვედაბოლოები
მაქსი-სიგრძე ამ გაზაფხულზე დაბრუნდა მოდაში, თუმცა სწორედ პლისირებულმა ქვედაბოლომ გამოიწვია მოდური კრიტიკოსების აღშფოთება, რომლებიც ურჩევენ, სადმე შორს გადამალონ, ან საერთოდ მოიშორონ გარდერობის ეს ნაწილი.{{ArticleSplitCont}}
7. 70-იანები
70-იანები დიდ ხანს იყო ტრენდში, და გასაკვირიც არაა, რომ ანტიტრენდად იქცა. ჩვენ ვეუბნებით ”სტოპ!” 70-იანების ყველა ატრიბუტს.{{ArticleSplitCont}}
8. ულტრა-მინი
სუპერმოკლე კაბები ამ სეზონში აქტუალური არაა, გარდა А სილუეტის მქონე კაბებისა და ქვედაბოლოებისა.{{ArticleSplitCont}}
9. ბეწვის ჟილეტი
ბეწვის ჟილეტი გარდერობის ძალზედ უნაური ნივთია (განსაკუთრებით ტყავის ქურთუკთან), მაგრამ მისი ”ანტიტრენდულობა” ამ სეზონში პიკს აღწევს - გადამალეთ სადმე შორს!{{ArticleSplitCont}}
ყვავილის პრინტი
არა, ჩვენ ყვავილის პრინტის წინააღმდეგი არ ვართ, არამედ, კონკრეტულად ჩითის ჭყეტელა ”ყვავილისა”, რომელიც ”გოიმურად” გამოიყურება.