ლეონარდო დიკაპრიო ბოლო ერთი თვის მანძილზე, უკვე მეორე სახლს ყიდის. ვილა ლოს-ანჯელესის რაიონში, სტუდიო სითიში მდებარეობს. გასულ კვირას, მან მალიბუში მდებარე სახლიც გაიტანა აუქციონზე, რომლის ღირებულება 10,95 მლნ $-ია.
სტუდიო სითიში მდებარე ვილა 1937 წელს აშენდა. სახლში 4 საძინებელი, 3 სააბაზანო ოთახი, საცურაო აუზი და უზარმაზარი ბაღია.
როგორც ამბობენ, მსახიობი გაყიდული სახლებიდან შემოსულ თანხას, თავისი ბიზნეს იდეების განხორციელებისთვის გამოიყენებს. იხილეთ ფოტოგალერეა