რაც უფრო ახლოა ზამთარი, მით უფრო მოკრძალებული ხდება ფერთა პალიტრა თმის შეღებვისთვის. საქმე ეხება ტონალობების ერთმანეთში გადასვლას. საზღვრები დელიკატური და ფაქტობრივად შეუმჩნეველი უნდა იყოს. შემოდგომის სეზონზე ისევ აქტუალურია ტრენდი - ბუნებრიობაზე, ამიტომ სეზონის ყველაზე მოდური ფერი - ძველი, ნაცნობი შატუშია.
შეღებვის ტექნიკის განსაკუთრებულობა - მზეზე ბუნებრივად გახუნებულ ლოკონებშია. შემოდგომის შატუში განსხვავდება ზაფხულის შატუშისგან: მას ბევრად თბილი ფერთა გამა აქვს და არ გააჩნია მკვეტრად გამოხატული ნიუანსები. ღია ქერა, თაფლისფერი და ოქროსფერი - თქვენი შატუში ძალიან ეფექტური იქნება. იხილეთ ფოტოგალერეა