მოდის ექსპერტებმა 5 ახალი ტრენდი დაასახელეს მანიკიურში.
1. ანტი-ფრენჩი ”წვეთი”
ფრჩხილის ძირზე ფრენჩის გაკეთება სიახლე ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ მიმართულების ახალი განშტოება - წვეთის ფორმის აქცენტი, ძალიან მოდურია. ის აუცილებლად კონტრასტული ფერის უნდა იყოს. შავ-თეთრი და ”ნუდი” და ბორდო - სეზონის ფავორიტია.{{ArticleSplitCont}}
2. ლეოპარდი
უბრალოდ, რამდენიმე ფერის ლაქა ნეიტრალურ ფონზე, ყველაზე უბრალო მანიკიურია მსოფლიოში, რომელიც ორიგინალურად გამოიყურება!{{ArticleSplitCont}}
3. ორფერი ფრენჩი
თეთრი ხაზის ნაცვლად პასტელის ტონების შეხამება შენს ფრენჩს უჩვეულო და მოდურ იერს შესძენს. {{ArticleSplitCont}}
4. გეომეტრია
ლაიფჰაკი მანიკიურის სპეციალისტებისგან. ვერტიკალური ზოლი ფრჩხილის ცენტრში - ვიზუალურად აგრძელებს მას, ფერის აქცენტი ამ ეფექტს აძლიერებს.{{ArticleSplitCont}}
5. ჟეოდა
ჟეოდა - ქანში არსებული ბუნებრივი სიცარიელე, ჩაკეტილი სფეროა, სადაც ულამაზესი კრისტალები წარმოიქმნება. მსგავსი ტონის ლაქების შერევით შენ შეძლებ ”ჟეოდური” ეფექტის შექმნას ფრჩხილებზე, რაც სეზონის მოდური ტრენდია.