ტრიკოტაჟის კაბა - შემოდგომა-ზამთრის ნამდვილი must have-ია! ის სხვადასხვა სიტუაციაშიც გამოგადგებათ და ცივ ამინდშიც გაგათბობთ.
ჩვენ შევარჩიეთ 20 ყველაზე მოდური ტრიკოტაჟის კაბა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ.
გგონიათ, ტრიკოტაჟი არამოდური და მოსაწყენია? - ცდებით! ტრიკოტაჟის კაბები თითქმის ყველა მოდურმა ბრენდებმა ჩართეს შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში. ტრიკოტაჟის კაბა შეიძლება მეგობრულ შეხვედრაზეც ჩაიცვათ და მოდურ წვეულებაზეც.
casual-ის სტილისთვის იდეალურია მუხლზე ან ოდნავ ქვემოთ სიგრძის კაბა, ერთტონიანი ან პრინტით. მას მოუხდება სპორტული ფეხსაცმელი ან ბოტილიონები მსხვილ ქუსლზე.
საღამოს წვეულებაზე ან პაემანზე, შეგიძლიათ ტრიკოტაჟის მინი კაბა და ბოტილიონები ჩაიცვათ ;
მსხვილ ქუსლზე ან ზამშის ბოტფორდები.
გადახედეთ ტრიკოტაჟის კაბების ფოტოგალერეას და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი.