ვარსკვლავები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან სხვადასხვა ღონისძიებაზე დაუბანელი თმის ეფექტით. როგორც აღმოჩნდა, ეს დაუდევრობა კი არა, ახალი ტრენდია.
"ცხიმიანი თმის დავარცხნა უფრო იოლია", "ასე თმა ბრწყინავს", "თავის ხშირი დაბანა თმას აფუჭებს" - ეს არგუმენტების მხოლოდ ნაწილია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ვარსკვლავები შესანიშნავად გამოიყურებიან.
ტრენდი თუ ანტიტრენდი?
შეხედეთ და თავად გადაწყვიტეთ!
ჯიჯი ჰადიდი
პარიზის მოდის კვირეულზე ვარსკვლავმა განაცხადა, რომ არ ხედავს აზრს, ჩვენებამდე თავი დაიბანოს, რადგან მაინც ტონა სთაილინგს ასხამენ თმაზე. ცხიმიანი თმა კი კარგად ივარცხნება, ბზინვარეა და დიდი რაოდენობით ლაქს არ მოითხოვს.
როზი ჰარტინგტონ უაითლი
"ვხვდებოდი, რომ უბრალოდ არ მაქვს ვარცხნილობის დრო. ამიტომ გადავწყვიტე, უბრალოდ შემეკრა თმა. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი იმიჯი ერთ-ერთ ყველაზე მოდურად აღიარეს".
ქეით ჰადსონი
"ოსკარის" შემდგომ წვეულებაზე თმა გავიშალე და სულაც არ ვდარდობდი, რომ აშკარად ჭუჭყიანი ჩანდა. ძალიან მაგარი ვარცხნილობა გამოვიდა.
კიმ კარდაშიანი
კიმმა თაყვანისმცემლებს თმის მოვლის საიდუმლო გაანდო: "დაიბანეთ თავი და ატარეთ გაშლილი თმა პირველ დღეს. მეორე დღეს დაიხვიეთ, მესამე დღეს კი შეიკარით თმა. მეოთხე დღეს - დაიწანით, მეხუთე დღეს დაიბანეთ".