ზამთრის სიცივეები კარს მოგვადგა და საკითხი, ”დავიფაროთ ქუდი თუ არა”, არც კი დგას.
თუ როგორ შევარჩიოთ თავსაბურავი, ამაზე ჩვენს დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ.
ზამთარში უქუდოდ სიარული მოდის აყოლა კი არა, სისულელეა.
ვისაუბროთ ყველაზე პოპულარულ - ნაქსოვ ქუდზე. დღესდღეობით ნაქსოვი ქუდების დიდი არჩევანია, განსაკუთრებით აქტუალურია თავისუფლად ნაქსოვი, არამყარი ქუდები.
ქუდი თავზე ძალიან მოჭერილი არ უნდა იყოს. არ უნდა დატკეპნოს თმა. ნაქსოვი მყარი არ უნდა იყოს. კარგია, თუ ძაფები ერთი ფერის არ იქნება, თუმცა, ერთი ფერის ქუდებიც კარგად გამოიყურება.
აი, მაგალითად ეს ქუდი, რომელიც ძალიან მომდგარი არ არის და შესანიშნავად გამოიყურება.
უმჯობესია, თავისუფალი სტილის ფაქტურა შეარჩიოთ. კარგი დეტალია - პომპონი. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, უხდება ეს მოდელი თქვენს სახეს თუ არა.
ნაქსოვი ბერეტებიც არცთუ ისე ცუდად გამოიყურება, თუ ის ძალიან მჭიდრო ფორმის არაა და ბერეტის ცენტრის უკან გადაწევა შეიძლება.
ეს კი არცთუ ისე წარმატებული მოდელებია. დღეს ასე არავინ ატარებს ბერეტს.
გამონაკლისი - გააზრებული რეტრო-სტილი ან ”ფრანგული სტილი”. უბრალოდ, სქელი ქურთუკი და ჯინსები აქ უადგილოა. ასეთი ბერეტები ლაბადასთან უნდა ატაროთ, რათა ელეგანტური იმიჯი შექმნათ.
მაგრამ დავუბრუნდეთ ნაქსოვ ქუდებს. ისინი მართლაც უნივერსალურია და პრაქტიკულად, ყველაფერს უხდება.
მაგალითად, ბეწვის ქურქი და ბეწვის ქუდი ძალიან ”ბებრულია”, მაგრამ კარგად შეხამებული ქუდი მსუბუქად და მოდურად გამოიყურება.
ქურთუკი კი, პირიქით, მეტისმეტად სპორტულად გამოიყურება და casual კატეგორიას მიეკუთვნება.
მთავარია, გამორიცხოთ მორთულობა - არავითარი დამატებითი ყვავილი, აპლიკაციები. ყველაფერი ეს მოდური ჟურნალების ფურცლებზეც კი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.