საახალწლო სამოსი დრესკოდს არ ითვალისწინებს, მაგრამ გარკვეული წესების დაცვა აუცილებლად მოგეთხოვებათ.
რა არ უნდა ჩაიცვათ ახალ წელს:
ძალიან მოკლე - მუდმივად ქვედაკაბის ჩამოქაჩვა მოგიწევთ, რათა მოძრაობაში კაბა ზევით არ აგეწიოთ, რაც საახალწლო საღამოს საბოლოოდ ჩაგიშხამებთ.
ძალიან ვიწრო - თუ არ გსურთ, კუპატივით იყოთ გამოკვეტილი და თითოეული ზედმეტი სანტიმეტრი დეფექტად გამოჩნდეს, არ ჩაიცვათ.
ღრმა დეკოლტე - იმის მიუხედავად, თუ ძალიან ლამაზი, მდიდრული მკერდი გაქვთ, ასე არ მოიქცეთ. ის მამაკაცებისთვის სექსუალური ნიშანია და წვეულების ყველაზე ვულგარულ ქალად გადაგაქცევთ.
არასეზონური სამოსი - მდიდრული ზაფხულის კაბა საახალწლო წვეულებაზე არ გამოგადგებათ, თუ, რა თქმა უნდა, კაბის ქვეშ როლინგს არ ჩაიცვამთ.
ყოველდღიური სამოსი - სადღესასწაულო იერი სამოსსაც უნდა ჰქონდეს. თუ წვეულებაზე საოფისე ტანსაცმლით მიხვალთ, მას ვერანაირი აქსესუარით ვერ მორთავთ. ამასთანავე, წამოიდგინეთ, როგორი განსხვავებული იქნებით მორთულ-მოკაზმული ქალებისგან.
მოუხერხებელი სამოსი - თუ არ გსურთ, საახალწლო დღესასწაული ჩაიშხამოთ, ყველაფერი, რაც დისკომფორტს გიქმნით, საკიდზე დატოვეთ.