საშობაო make up კოლექცია და ვიზაჟისტების საუკეთესო იდეები დაგეხმარებათ, შეიქმნათ ბრწყინვალე საახალწლო იმიჯი.
მაკიაჟი “kitten eye” - იხატება მოკლე ისრით და ივსება ხავერდისებური ჩრდილებით - ეს არის მაკიაჟის გაკეთების უნივერსალური საშუალება. სამუშაოდ შესაფერისია Giorgio Arman - ის Night Light-ს თვალის ჩრდილების ნაკრები.
High Pear Simplix- ფორმულა დაიყვანეს სრულყოფილებამდე. თვალის ჩრდილების თხელი ფენები გვაძლევს ხავერდისებურ ეფექტს. გსურთ, რომ აქცენტი თვალებზე გადაიტანოთ? ვერცხლისფერი ჩრდილი ამაში დაგეხმარებათ. იმისათვის, რომ მიიღოთ მოდური და მდიდრული ფერი, ვიზაჟისტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ფხვიერი პიგმენტური პუდრი, რომელიც უნდა წავისვათ სველი ფუნჯით, ან გამოვიყენოთ კრემისებრი საშუალებები, რომელიც უზრუნველყოფს მომაჯადოებელ ეფექტს.
ოქრო - მაკიაჟის ყველაზე პოპულარული ფერია. რაც უფრო სქელია ეს ფერი, მით უფრო ეფექტურია მაკიაჟი. თუ გაიკეთებთ ოქროსფერ მაკიაჟს, ეცადეთ, გაითვალისწინოთ: ფრჩხილები და თვალები შეიფერეთ მუქი ოქროსფრით, ხოლო ტუჩები და ღაწვები - გამჭვირვალე მბზინავი ფერით. იხილეთ ფოტოგალერეა