ფრანგი ქალები იყვნენ და რჩებიან მოდის ეტალონებად. ისინი ქმნიან მოდას, ტრენდებს, მათით აღფრთოვანებულია მთელი მსოფლიო.
გავეცნოთ ცნობილი ფრანგი ქალების რჩევებს.
კოსტიუმი ტოპთან, skinny-ჯინსთან და მაღალქუსლიან ჩექმასთან - მუდამ აქტუალური, მოდური და პრაქტიკულია. - გვირჩევს ემანუელ ალტი.
მსხვილი ჩხირით ნაქსოვი სვიტერი, ჯინსი და ბოტილიონები - მოსახერხებელი სამოსია ცივ ამინდში. კამილ შარიერი ნაქსოვ, პომპონიან ქუდში მოდურად და თბილად გამოიყურება.
ჯენიფერ ნეიტი უპირატესობას ანიჭებს ღია ფერის ნივთებს: ყელიან სვიტერს, თეთრ ჯინსს, როლინგსა და ტყაპუჭს ("დუბლიონკა"). ჩაცმულობა მეტად მოდურია და ზამთრისთვის აქტუალური.
ჟან ადამა იცვამს დამოკლებულ, სწორ ჯინსს, ფართოქუსლიან ბოტილიონებს და oversize-ის პალტოს. ერთი შეხედვით, ჟანს დაუდევრად აცვია, მაგრამ ამავდროულად, მოდურად და ნამდვილი პარიზელივით.
ემელინ ვალადა თვლის, რომ პატარა ჩანთა ხელით კი არ უნდა ატაროთ, ან მხარზე გადაკიდებული, არამედ ყელზე ჩამოკიდებული. ემილინს სპორტულად აცვია, ვიწრო ჯინსი, სქელ ჩხირებზე ნაქსოვი სვიტერი, სლიპონები და "დუბლიონკა". ასეთი ჩაცმულობა ამ სეზონზე მეტად აქტუალურია.
ზოლიანი ტოპი, საწვიმართან ერთად იდეალურად გამოიყურება. კლემანს პოეზიმ ფრანგული შიკის გაკვეთილი წარმოგვიდგინა.
კაროლინ დე მეგრე გრძელი პალტოთი მასკულინური სტილის იმიჯს იქმნის, რაც არანაკლებ აქტუალურია ამ სეზონზე.