თუ თქვენი ყოველი დილა იწყება მტანჯველი ფრაზით: "რა ჩავიცვა?" მიუხედავად იმისა, რომ გარდერობი სამოსითაა გადაძეძგილი, საბაზისო სამოსი გაკლიათ.
სპონტანური საყიდლების გამო, ქალბატონები გარდერობის მხოლოდ 1/5-ს იყენებენ. ჩვენ გადავწვიტეთ, საბაზისო გარდერობი შეგირჩიოთ.
საბაზისო გარდერობი ძირითადი სამოსის ტონია. თუ შეძლებთ ჰარმონიულ კომბინაციას, აღარ გაიტანჯავთ იმაზე ფიქრით თავს, რა ჩაიცვათ სამსახურში, პაემანზე და სპორტდარბაზშიც კი.
საბაზისო სამოსი არაა გადატვირთული დეტალებით: პრინტი, მაქმანი, დეკორი, ბრჭყვიალები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბამბის, შალის, ან ტრიკოტაჟის მაისური, კაბა, პერანგი თანამედროვე კლასიკაა. მასში თავს ბუნებრივად და აკურატულად იგრძნობთ.
იმისათვის, რომ სამოსის ყიდვისას ბალანსი დავიცვათ. პროფესიონალები გვირჩევენ გარდერობი ფორმულით 70/30-ზე შევავსოთ. 70 პროცენტი საბაზო სამოსი უნდა გქონდეთ, 30 კი მოდური. ამგვარად, ხაზს გაუსვამთ არა სამოსის, არამედ თქვენს სილამაზეს.
რჩევა: ეკონომიის მიზნით საბაზო სამოსი კომპლექსურად შეიძინეთ, მაგალითად, რამდენიმე ერთი ფერის მაისური, შარვალი, პერანგი ერთად. ნეონისფერი კაბისა და ელექტრიკი პლისე ქვედაკაბისგან განსხვავებით, ისინი მუდამ მოდაში დარჩებიან და არ მოგბეზრდებიან. ამასთანავე, თუ ერთ მაისურს გარეცხავთ, არ დაუცდით მის გაშრობას და მეორეს ჩაიცვამთ.
ფერი სამოსში
საბაზო გარდერობში მთავარ როლს ფერი თამაშობს. სპეციალისტები გვირჩევენ, უპირატესობა მივანიჭოთ სამ ძირითად ფერს: შავი, თეთრი, ნაცრისფერი. ისინი კარგად ეხამებიან ერთმანთს და იდეალურად შეუხამებთ მათ ნებისმიერ აქსესუარს.
სამოსში ერთდროულად რამდენიმე ფერს ნუ გამოიყენებთ. ორი საკმარისია, მესამე მკვეთრი აქცენტისთვის გამოიყენეთ.
კონტრასტული შეხამება: მაგალითისთვის: თეთრი ფერის ბოდი კარგად გამოიყურება შავ ქვედაკაბასთან და პრაქტიკულ სქელძირიან ფეხსაცმელთან. ეს სამსახურში ჩასაცმელი ვარიანტია, მაგრამ ქუსლებზე შემდგარი, ვთქვათ, ბორდოსფერ ან ტერაკოტისფერ ფეხსაცმელში, შეძლებთ მოდურ წვეულებაზე წაბრძანდეთ. იდეალური ვარიანტია, თუ კლატჩიც ფეხსაცმლის ფერი გექნებათ.
მონოქრომული შეხამება: ერთი ფერის სამოსის ჩაცმა თუ გადაწყვიტეთ. ესეც კი გამოგარჩევთ გარშემო მყოფებისგან. მაგალითად: თეთრი პერანგი, ჰაეროვანი თეთრი ქვედაკაბა, თეთრი ქამარი და თეთრი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი - ასეთი სამოსით შიპონგზე გაემართეთ.
რჩევა: საბაზო გარდერობს არ მოსწონს ვულგარულობა. ეცადეთ საბაზო სამოსი ერთმაენთს ეხამებოდეს ფერის, სტილისა და ქსოვილის მიხედვით. სწორედ ასეთ პრინციპს იყენებენ ცნობილი სტილისტები ნებისმიერი ლუკის შექმნისას.