ნინი გოგშელიძე ახალგაზრდა ქართველი დიზაინერია, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა მოდის სფეროში და თავიდანვე წარმატებით დაიწყო მოღვაწეობა.
დიზაინერის პროფესია მისი ბავშვობის ოცნება იყო. სწორედ ამიტომ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე გააკეთა. წლების განმავლობაში მუშაობდა ციფრული დიზაინის განხრით, მაგრამ გადაწყვიტა, დიდი ხნის ნაფიქრი კოლექცია შეექმნა და წარედგინა საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ ატელიე „N La Mode“ დააარსა. ახალმა ბრენდმა დიდი მოწონება დაიმსახურა პრეზენტაციაზე, რომელიც 25 დეკემბერს გაიმართა ჭავჭავაძის გამზ. 9-ში.
„ბავშვობიდან მხიბლავდა დიზაინერის პროფესია, ყოველთვის ვეცნობოდი ცნობილი დიზაინერების ბიოგრაფიებს, მათ კოლექციებს, მოდის ტენცენციებს და მსურდა, ოდესმე მეც ამ სფეროში მემუშავა. დიდ სიამოვნებას მანიჭებს კოლექციაზე მუშაობა, სასიამოვნოა, როდესაც მომხმარებელი თავს კომფორტულად გრძნობს ჩემ მიერ შექმნილ სამოსში. ატელიე „N La Mode“ დაარსების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც დიზაინერმა თათა ჩაჩუამ წარადგინა ახალი ბრენდი „TAOBA“. შემოთავაზებას, რომ ჩემი კოლექცია მის ატელიესთან ერთად წარმედგინა, სიამოვნებით დავთანხმდი და შევქმენი ბრენდი, რომელმაც N La Mode-ს სახელით დაიმკვიდრა ადგილი მოდის ინდუსტრიაში“.
კოლექცია საკმაოდ დამახასიათებელი და დასამახსოვრებელია. გემოვნებით შერჩეული ქსოვილები და ფერები უყურადღებოდ ვერ ტოვებს დამთვალიერებელს. სხვა დეტალებთან ერთად ყურადღება გამახვილებულია ხელით ნაქარგებსა და ბისერებზე, რომელიც დახვეწილსა და ელეგანტურს ხდის სამოსს.
R