ჩხირებით შარფის ქსოვა დამწყებ მქსოველსაც არ გაუჭირდება. გთავაზობთ ორ მარტივ სქემას.
შარფი-ტრანსფორმერი
შეგიძლიათ შეუხამოთ ბლუზებს, ტუნიკებს, კაბებს... მოქსოვეთ ფაფუკი, ელასტიკური ძაფით, რომელიც ადვილად არ დაკარგავთ ფორმას.
პირველი გაცილებით მარტივად იქსოვება, მეორე ცოტა გამოცდილ მქსოველებს მოეწონებათ.
პირველი
დაგჭირდებათ: 250 გრამი ძაფი (70% შალი და 30% აკრილი);
3,5 ზომის ჩხირები
საკერავი ძაფი დიდი ყურით.
ქსოვის წესი
1. აკრიფეთ 50 თვალი და მოქსოვეთ ორნამენტი "მარგალიტი".
წაღმა
უკუღმა
2. ნაქსოვის ზომა შეგიძლიათ შეცვალოთ სურვილის მიხედვით. ნაქსოვის დასრულების შემდეგ თვლები გადახურეთ. არ დაგავიწყდეთ მისი შეკერვა.
შარფი-ტრანსფორმერი
განსაკუთრებულ სილამაზეს მატებს ორნამენტი ”რვიანი”.
დაგჭირდებათ: 50-გრამიანი (თითო 65-მეტრიანი) ძაფი (70% შალი, 25% აკრილი, 5% პოლიმიადი);
3,5 ზომის ჩხირები;
3,5 ზომის ყაისნაღი.
ქსოვის წესი
1. აკრიფეთ 100 თვალი. მოქსოვეთ სქემის მიხედვით.
2. სასურველი სიგრძის მოქსოვისა და დასრულების შემდეგ თვლები გადახურეთ. ცოტათი დანამეთ. დადეთ სწორ ზედაპირზე, გაასწორეთ.
3. გაშრობის შემდეგ ყაისნაღით თითო თვალში ნამატის გარეშე მოქსოვეთ თითო თვალი და შეკერეთ.
თბილი, ლამაზი და მრავალფუნქციური შარფი იდეალურია ზამთრის სეზონისთვის. იხილეთ ვიდეო