თუ აქამდე მოდას დიზაინერები, არისტოკრატები და პოპ-დივები გვკარნახობდნენ, დღეისათვის თითქმის ყველანი ვუყურებთ ამერიკულ ტელესერიალებს და მათი გმირების სტილის ციტირებას ვახდენთ.
მოდას სერიალში - „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ (რომლის ნახვაც ტელეარხ GDS-ის ეთერში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 17:00 სთ-ზეა შესაძლებელი), რეალურ მოდასთან ძალიან ცოტა საერთო აქვს. პარადოქსი კი თავად ტელენოველის იდეით აიხსნება.
საქმე იმაშია, რომ ვისტერია ლეინში დრო გაჩერდა. პერსონაჟები იმდენად არიან ჩაფლული თავიანთ საიდუმლოებებში, რომ არ აინტერესებთ არაფერი, რაც მათი სამყაროს მიღმა ხდება.
სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“-საგან განსხვავებით (სადაც ყოველი სერია ცნობილი დიზაინერების ახალი კოლექციების ჰიტების დემონსტრაციას ახდენს), ვისტერია ლეინის მაცხოვრებლები, მიუხედავად იმისა, რომ თითო ეპიზოდში 6-12 ლუქს იცვლიან, ახალ ტენდენციებს ნაკლებად მისდევენ. ისეთი განცდა იქმნება, რომ პერსონაჟები „აუთლეტებში“ იმოსებიან, ან თავიანთ მუდმივ მკერავებთან იკერავენ ტანსაცმელს.
ერთი სიტყვით, „სასოწარკვეთილი დიასახლისებისგან“ შეიძლება რაღაცის სწავლა. ისინი გამოხატული პიროვნებები არიან და მათი ინტერესი მოდის მიმართ გამოიხატება იმაში, რომ ისწრაფვიან ხაზი გაუსვან საკუთარ ინდივიდუალობას.
ისინი იცვამენ იმას, რაც უხდებათ, ან იმას - რის ჩაცმაც უწევთ. მოდური ტენდენციები მათ სრულებითაც არ ანაღვლებთ.
ბრი ვან დე კამპი
ბრი იდეალური პერფექციონისტია. მის ჩაცმულობაში არასოდეს არაფერია ზედმეტი.
ყოველი აქსესუარი და ფეხსაცმელი იდეალურადაა შერჩეული ლუქისთვის.
ბრის შესანიშნავი გემოვნება აქვს. უყვარს კლასიკა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ის პასტელის ფერებს ირჩევს.
მის გარდერობში არ არის ჯინსების და მაისურების ადგილი.
მისი სტილია: კაბა-ფანქარი, შარვალი, აბრეშუმის პერანგი, ფეხსაცმელი „ნავები“.
კლასიკური ყოველდღიური მინიმალიზმი
ქალი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ამისათვის საკმარისია, რომ მისი ყოველდღიური ლუქი იყოს მარტივი და გემოვნებიანი.
რას ირჩევს ყოველდღიურობისთვის ჩვენი სასოწარკვეთილი დიასახლისი, ბრი? - რა თქმა უნდა, კარდიგანი, ელეგანტური სვიტერი, კოსტიუმი - შარვლით, ან ქვედა ბოლოთი.
ბრი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კლასიკურ ფეხსაცმელს იცვამს, საშუალო სიმაღლის, თხელ ქუსლზე. ის არასოდეს იკეთებს ბევრ ბიჟუტერიას.
მისი სტიქიაა - მარგალიტი და თმის სარტყელი.
კლასიკური შემოდგომა-ზამთარი
წელიწადის ეს ორი სეზონი იდეალურია იმ ქალებისთვის, ვისაც ელეგანტურობის დემონსტრირება უყვართ. შემოდგომა-ზამთარი ხომ პალტოს სეზონია? მკაცრი სტილის პალტო - მუხლებამდე სიგრძის - ქალურ იერს იძლევა. ჟღალთმიანი ბრი ერთ ტონიან ვარიანტს ირჩევს, რომელსაც აუცილებლად ახლავს რაიმე დეტალი. მაგალითად, ბროში, ან ქამარი.
ლუქს იდეალურად ავსებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ბოტილიონი.
საღამოს კლასიკა
საღამოებზე და წვეულებებზე, ბრი ყოველთვის ბრწყინავს. ამაში მას კაბა-ფანქარი ეხმარება. ასეთი კაბა ლამაზ თეძოებს და ვიწრო წელს გამოკვეთს. ფეხსაცმელი? - რა თქმა უნდა, „ნავები“. რაც შეეხება აქსესუარებს, ბრი მარგალიტის ნაკრებს ირჩევს.
იმედია ბრის სტილი შთაგაგონებთ და საკუთარ შედევრებსაც შექმნით.
ჩაუჯექით სერიალს "სასოწარკვეთილი დიასახლისები" - ტელეარხ GDS-ზე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 სთ-ზე.
იხილეთ ასევე: ევა ლონგორია "სასოწარკვეთილი დიასახლისია"? რა საერთო აქვთ ევას და მის პერსონაჟს, გაბის
„ყოველთვის ვამჩნევ მათ, ვინც არ მიყურებს“. 15 გამონათქვამი სერიალიდან - „სასოწარკვეთილი დიასახლისები“
”ყველა ჩვენგანს აქვს ცოტაოდენი ბინძური თეთრეული” - რატომ უნდა უყუროთ სერიალს ”სასოწარკვეთილი დიასახლისები”
საინტერესო ფაქტები „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შესახებ