როგორც კოკო შანელი ამბობდა: "მსოფლიოში საუკეთსოა ის ფერი, რომელიც თქვენ გიხდებათ". როგორ უნდა გაიგოთ, რომელი ფერი გიხდებათ? - არსებობს რამდენიმე წესი.
1. თუ ქერათმიანი ხართ, უპირატესობა მიანიჭეთ
გარგრისფერი, კრემისფერს, მუქ ლურჯს, ყვითელს, ვარდისფერს, აგურისფერს-წითელს, მწვანეს, მკვეთრი ლურჯი, ლავარდისფერს, ფირუზისფერს, ოხრას, ღია ლურჯსფერი.
რჩევა: შეძლებისდაგვარად, გარდერობში შავი ფერი ჩანაცვლეთ მუქი ლურჯით.
2. თუ მუქი ფერის თმა გაქვთ
თქვენი ფერებია: მკვეთრი წითელი, ნაცრისფერი, ჟოლოსფერი, ლურჯი, ღია ცისფერი, შავი, მკვეთრი ყვითელი, ვარდისფერი, ღია ვარდისფერი, ქლიავისფერი, აგურისფერი, მუქი ყავისფერი.
რჩევა: სიფრთხილე გმართებთ პასტელის ფერებთან. შავი და ნაცრისფერი უფრო მოგიხდებათ, ვიდრე მუქი კრემისფერი.
3. ჟღალთმიაანების ფერებია
მუქი ნარინჯისფერი, ხითელი ხე, ზეთისხილისფერი, ზურმუხტისფერი მწვანე, მუქი ფირუზისფერი, ოქროსფერი, ნატინჯისფერი, შოკოლადისფერი, ჟოლოსფერ-წითელი, წითელი, მწვანე, ვანილისფერი.
რჩევა: მკვეთრი გარეგნობა ფერში არ გზღუდავთ. ეცადეთ, რომ სამოსის ფერი თქვენი თმის ფერს მოუხდეს.
4. ფერფლისფერი თმა თუ გაქვთ
სამოსში უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ფერებს როგორებიცაა: თეთრი, ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი, ვარდისფერი, ლურჯ-შავში, ზურმუხტისფერი, იისფერი, პიტნისფერი, მუქი ცისფერი, მუქი ნაცრისფერი, ღია ყვითელი და იასამნისფერი.
რჩევა: ორი გამოსავალი გაქვთ. შეგიძლიათ მკვეთრი ფერის სამოსი ატაროთ, რაც სახეს უფრო დახვეწილად წარმოაჩენს, ან ისეთი ფერები აირჩიოთ, რომელებიც თმის ვერცხლისფერ შეფერილობას გაუსვამს ხაზს.