კლასიკური ტყავის ქვედაბოლო მოდური სამოსია. მთავარია, იცოდეთ, რასთან ერთად ჩაიცვათ იგი, რათა ჰარმონიული სტილი შექმნათ.
შავი და თეთრი
სხვადასხვა ფაქტურის, მაგრამ ორი ძირითადი ფერი შეახამეთ. ტყავის ქვედაკაბა და ჰაეროვანი ბლუზა ყვავილების პრინტით, რომელსაც ნაცრისფერი კარდიგანით დაასრულებთ.
თბილი და მკვეთრი
მომდგარ ქვედაბოლოს მასიური ზედა უხდება, ნაქსოვი სვიტერი ან დამოკლებული ბეწვის ქურთუკი. ასეთი ჩაცმულობა ვიზუალურად გამხდარს გამოგაჩენთ.
დახვეწილი და ორიგინალური
ელეგანტურ ჩაცმულობას შექმნით თეთრი პერანგით, ტყავის ქვედაკაბისა და ჟაკარდის ჟაკეტით. აქცენტი გადაიტანეთ ფეხსაცმელსა და კლატჩზე.
უბრალოდ და სადად
საღამოსთვის გამოგადგებათ შემდეგი სამოსის შეხამება: ტყავის ქვედაკაბა, სადღესასწაულო ტოპი და დამოკლებული ქურქი. თუ შლაპა და ჩექმაც ერთ ფერში გაქვთ, იდეალურად ხართ ჩაცმული.
როგორ ჩავიცვათ ტყავის ქვედაბოლო?
1. ფერი
ზამთარში უპირატესობა მუქი ფერის ტყავის ქვედაბოლოს მოანიჭეთ. მოუხდება ქვიშისფერით დაწყებული, ბორდოსფერით დამთავრებული ზედა.
2. ფაქტურა
ტყავს უხდება ტრიკოტაჟიც, აბრეშუმიც, ჟაკარდიც და ბეწვიც. აირჩიეთ თქვენი გემოვნებით.
3. სილუეტი
სწორი, მუხლზე ტყავის ქვედაბოლო უხდება ნებისმიერი ფიგურის მქონე გოგონას.