სულ მალე გაზაფხულისთვის დამახასიათებელი თბილი ამინდები დაიპყრობს თბილისს და სწორედ ამიტომ დღეს Vivus.ge-ს ბლოგი დაგეხმარებათ, რომ მწვანე სეზონს მოდურად შეხვდეთ.
ამ სტატიაში ჩვენ გიამბობთ 2017 წლის გაზაფხულის მოდურ ტენდენციებზე, რათა შეძლოთ სწორად შეავსოთ თქვენი გარდერობი ტანისამოსით.
სანამ ახალ ტენდენციებს გაეცნობით, შეგახსენებთ, სასურველი ხარჯების გაწევისთვის აუცილებელი თანხის არქონის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სწრაფი სესხი vivus-ში.
საერთაშორისო გამოცდილების მქონე, ონლაინ სესხების სფეროში ლიდერი კომპანია vivus ge 650 ლარამდე სწრაფ სესხს ხელსაყრელ პირობებში, სწრაფად და მარტივად, სულ რაღაც 5,4%-ში გასცემს.
რაც შეეხება 2017 წლის გაზაფხულის მოდას, დიზანერებისა და მოდის ექსპერტების რეკომენდაციები შემდეგნაირია:
ამ სეზონზე მოდაში ბრუნდება 80-იანი წლების ტენდენციები: ბანანი-შარვლები, გიგანტური სამკაულები, მეტალის აქსესუარები და ა.შ.
ტენდენციური იქნება სამოსი, რომელიც არ ფარავს ფეხებსა და მხრებს.
წლევანდელი გაზაფხულის ყველაზე მოდური ფერის სტატუსი ვარდისფერი გახლავთ. შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ აღნიშნული ფერის ყველანაირი სამოსი.
აქტუალური იქნება ვარდისფერის წითელთან და იასამნისფერთან შეხამება.
მიხვდით ალბათ, 2017 წლის თბილი სეზონი მკვეთრი ფერების მეფობის ხანა იქნება.
ვარდისფერის შემდეგ, ტენდენციური ფერების სიაში ჩადგება ცისფერი.
ტენდენციური იქნება ზოლიანი და კოპლებიანი ნაჭრისგან შექმნილი სამოსიც.
მოდური სამოსის სიას უბრუნდება და აქტუალობას იძენს დიდი ზომის, მამაკაცური პიჯაკები.
და რაც უფრო არასტანდარტული და ორიგინალური იქნება კოსტიუმის ფორმა, მით უფრო მეტად იქნება ის მორგებული 2017 წლის გაზაფხულის მოდის ტენდენციებზე.
განსაკუთრებულ პოპულარობას შეიძენს კომბინეზონები, რომელიც აუცილებელი ატრიბუტი იქნება მოდის მიმდევარი ყველა გოგონას გარდერობისთვის. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც გრძელმკლავიანი, ასევე მოკლემკლავიანი ან საერთოდ უმკლავებო მოდელები.
მოდური სამოსის სიაშია სპორტული მაისურები კაპიუშონით ან/და თვალშისაცემი წარწერით. წარწერის შინაარსში დასაშვები და სასურველია ცნობილი ბრენდების სახელწოდებები.
ასევე, დიდი, მასიური ყვავილებით მოხატული ნაჭრისგან შეკერილი კაბები, ქვედაბოლოები და ზედატანები.
დიზაინერები ასევე გვთავაზობენ ფართო კაბებს, თეთრი ფერის გამჭვირვალე კაბებს და ე.წ. baby-doll სტილის კაბებსაც.
მოდური იქნება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთის სამეფო კარისთვის დამახასიათებელი ფერები და მატერიები.
ტენდენციური სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება ყველა იმ კაბისა და ზედატანისთვის, რომლებიც მკერდზე აქცენტის გაკეთების საშუალებას იძლევა ან არ ფარავს მხრებს.
რაც შეეხება სპორტულ სტილს, ის ამ სეზონზეც არ თმობს პოზიციებს და სპორტული სამოსი ისევ აქტუალური და ტენდენციური იქნება.
R