2017 წელი მსოფლიო მოდისთვის გამორჩეულია. დიზაინერები თამამად იყენებენ ატლასს, მაქმანს, ბადისმაგვარ ქსოვილს, ნატს, რათა ქალის მომხიბვლელობას კიდევ უფრო გაუსვან ხაზი.
1. ვარდისფერი ყველაფერში
აირჩიეთ ნებისმიერი ტონალობის - ნაზი პუდრისფერით დაწყებულ, ფეთქებადი ფუქსიით დამთავრებული. დაშვებულია ვარდისფერისა და წითლის კომბინაციაც.
საუკეთესო შეხამებაა ლურჯი და ნარინჯისფერი.
2. 80-იანები
დიზაინერებმა გადაახალისეს 80-იანი წლების მოდა. გვთავაზობენ ასიმეტრიულ ქვედაკაბებსა და მოშიშვლებულ მხრებს. მოდაშია მასიური მხრები, ულტრამინი ქვედაკაბა და ბადეიანი კოლგოტი, ბანანი-შარვალი, გიგანტური სამკაული, მეტალის ბზინვარება და ლურექსი.
3. ზოლები, ბადე, წერტილები
კლასიკად ქცეული პრინტები გრძელი სარაფნებისთვისაა შექმნილი.
4. ფერები
ზაფხულში უნდა გამოიყენოთ ხასხასა ყვავილებიანი პრინტები, ცოტა ბოშური ელემენტებით.
5. პასტორალი
ფართოფარფლიანი ჩალის ქუდი, ბამბის ჰაეროვანი ბლუზა და ყვავილებისპრინტიანი ქვედაკაბა ან ბლუზა.
6. აქცენტი მკერდზე
ღრმა დეკოლტე, ასიმეტრიული ჭრილი, მკერდმა ზაფხულში თავისუფლად უნდა ”ისუნთქოს”.
7. სახელო
ჰაეროვანი ნაჭრის ფართო სახელოები, ე.წ. ფანრები ზაფხულის ჰიტია.
8. გამჭვირვალე თეთრი კაბა
საღამოზეც ჩაიცვამთ და საზღვაო სეირნობის დროსაც. თამამ ქალბატონებს თეთრეულის გარეშე შეუძლიათ ჩაცმა.
9. ფეხსაცმელი
თვლებით გაწყობილი სანდლები, დაბალქუსლიანი, მაღალქუსლიანი და თასმიანი მაშიები.
10. აქსესუარები
მასიური სამაჯურები, კოლიე, საყურე. ნაქარგიანი, ტომრისმაგვარი ჩანთები. მკვეთრი ფერები და ბრჭყვიალა ნივთები.