ასტროლოგიური მოცემულობა არამხოლოდ ადამიანის სახასიათო თავისებურებებზე ვრცელდება, პლანეტების განლაგება ჩვენს ვიზუალურ იმიჯზეც აისახება.
აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანებს განსხვავებული ვიზუალი, გემოვნება და თვითგამოხატვის ფორმა გააჩნიათ, თუნდაც ჩაცმა-დახურვის კუთხით. დღევანდელი ასტროლოგიური სტატისტიკა ზოდიაქოს ყველაზე დახვეწილი, გემოვნებიანი და საკუთარ გარეგნობაზე მზრუნველი ნიშნების შესახებ იქნება.
ვერძი - ასტროლოგები ამბობენ, რომ ვერძი თავით იმართება. ამიტომ ძვირფას ვერძებს ამქვეყნად ყველაზე მეტად, დიახაც, რომ საკუთარი თავი უყვართ. ოღონდ საკუთარი თავი, ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით - ალბათ, ვერსად იპოვით ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანს, საკუთარი ვარცხნილობით რომ არ იყოს მუდმივად დაკავებული. ვერძისთვის ის, თუ როგორ გამოიყურება ვიზუალურად, ძალზე მნიშვნელოვანი თემაა. ეს ადამიანები არ ერიდებიან ნოვატორულ მეთოდებს ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. ასეთივე სითამამით იმოსებიან და ატარებენ ორიგინალურ აქსესუარებს. სასწორი - შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩაცმა-დახურვაზე გადამკვდარი ზოდიაქოს ნიშანია. სასწორი და შოპინგი განუყოფელი თემაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები აღმერთებენ ლამაზ აქსესუარებს, ფერად სამოსს, ძვირფას სუნამოსა და კოსმეტიკას. სასწორი ზომიერების სიმბოლოა, ამიტომ იშვიათად ნახავთ ამ ადამიანებს შორის გამომწვევად ჩაცმულ ან მკვეთრი კოსმეტიკით აჭრელებულ ინდივიდებს. მათი უმეტესობა ამჯობინებს ჰქონდეს დახვეწილი, სხვებისგან გამორჩეული, თუმც კი არათვალშისაცემი იმიჯი. გაგრძელება