ჯინსი მოხერხებული ყოველდღიური სამოსია. ამ გაზაფხულზე მოდაშია შემდეგი სტილის ჯინსის შარვლები:
დაუმუშავებელი ბოლოებით. უხდება კლასიკურ პერანგს, ბოტილიონს. მისი ჩაცმა სამსახურშიც შეგიძლიათ.
კლიოში. გილოცავთ მის მოდაში დაბრუნებას.
კიულოტი. ფართე ტოტიანი მუხლს ქვემოთ შარვალი. უხდება ტოპს, ჩატანებულ ზედას.
დამოკლებული. თუ წინა სეზონზე ფეხსაცმელსა და შარვალს შორის მცირე მანძილი იყო დატოვებული, ახლა თამამად შეგიძლიათ გამოაჩინოთ კოჭი.
ნაქარგანი. შეარჩიეთ სასურველნაქარგიანი, მაგრამ ჩაიცვით სადა, თეთრ მაისურთან ერთად.
შეიძლება დაგაინტერესოთ: 15 ყველაზე მოდური ქვედაბოლო გაზაფხულის სეზონისთვის