სეზონის 3 ყველაზე მოდურ სამოსს შორის ერთ-ერთი დახეული ჯინსია. დღესდღეობით ის შეგიძლიათ ნებისმიერ, როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ სტილში ატაროთ.
შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ფერის დახეული ჯინსი, არც სიგრძეს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
თუმცა, თუ ყველაზე მოდურ ვარიანტს გაითვალისწინებთ, ეს ღია ცისფერი ჯინსი იქნება. ატარეთ პალტოსთან, დიდი ზომის პერანგებთან, ტოპებთან, ბოდესა და მაისურებთან. ფეხსაცმელი - ნებისმიერი. კარგი იქნება - სპორტული ფეხსაცმელი და "მიული"; კიდევ უფრო უკეთესი კი - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
წელს ყველაფერი შეუხამებელი დაშვებულია. ამიტომ შეგიძლიათ დახეული ჯინსისა და ბოდე კოლჰოტების კომბინაციაც სცადოთ. იხილეთ ფოტოები