კარგად შეხამებული ჩანთა და ფეხსაცმელი იმიჯს უზადოს ხდის. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ერთი ფერის ჩანთა და ფეხსაცმელი იყო მხოლოდ მისაღები. ახლა შეგიძლიათ ფანტაზია ჩართოთ და ერთი შეხედვით შეუხამებელი ფერები ერთმანეთს მოდურად შეუხამოთ.
თუმცა, ზოგიერთი წესის იგნორირებაც არ ღირს, რათა საბოლოოთ ჰარმონიული და მოდური იმიჯი შეიქმნათ.
როგორ შევარჩიოთ ჩანთა
შერჩევა ფერის მიხედვით
აქსესუარების მომგებიანად კომბინირებისთვის, ერთ-ერთი მათგანი ერთი ტონის უნდა იყოს, მეორე კი ფერადი. მაგალითად, ვარდისფერ ღია ფეხსაცმელს თამამად შეგიძლიათ შეურჩიოთ ჩანთა, რომელსაც იმავე ან მსგავსი ტონის ერთი ელემენტი აქვს, ან პირიქით.
შერჩევა პრინტის მიხედვით
ძალიან ლამაზად გამოიყურება დუეტები, სადაც ერთი ნაწარმი ერთი ფერია, მეორე - იმავე ფერის და ნახატებით. შეგიძლიათ ჩანთისა და ფეხსაცმლისთვის ერთი და იმავე ფერის გამოყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ზომისა და ფერის უნდა იყოს.
შეხამება მასალის მიხედვით
სხვადასხვა ფაქტურა ყოველთვის საინტერესოდ გამოიყურება. ტექსტილის ჩანთები ნებისმიერი მასალის ფეხსაცმელს უხდება. მეტალის ბზინვარების მქონე აქსესუარები ძალიან უხდება ხავერდს.
შეხამება დეკორის მიხედვით
ახლა მოდაშია ნაქარგიანი ჩანთები. ასეთი აქსესუარის შეხამება მომგებიანია ლაკონურ ფეხსაცმელთან ერთად. და პირიქით, თუ თქვენს გარდერობში დეკორირებული ფეხსაცმელებია, უმჯობესია, ერთი ტონის ჩანთა შეუხამოთ.
შერჩევა ფორმის მიხედვით
ერთი მარტივი წესი: აქსესუარების ფორმის მიხედვით შერჩევა. ჰარმონიული შეხამებაა მომრგვალებული ფორმის ჩანთა და ფეხსაცმელი.
შერჩევა სტილის მიხედვით
ფრანგული შიკი, მინიმალიზმი და კლასიკა. უამრავი გოგონა ირჩევს ამ სტილს, რაც ხელს უწყობს განუმეორებელი იმიჯის შექმნას.